N 262 - 05/10/2021 - „მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №262
2021 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებით (ვებგვერდი, 02/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017377) დამტკიცებული „POS ტერმინალის მოთხოვნები/სტანდარტების“ (დანართი №3) მე-2 მუხლის:
1. „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ჰქონდეს მოწყობილობა, რომლის შემადგენლობაშიც იქნება აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეეძლება დაბეჭდილი ტოტალიზატორის ბილეთისთვის სურათის გადაღება, მოთამაშისთვის ბილეთის გადაცემამდე. სურათის გადაღება შესაძლებელი უნდა იყოს 8+ Mega-pixel-იანი კამერით ან დაერთებული სკანერით. დაერთება უნდა მოხდეს შემდეგი ფორმით: მექანიკური შეერთება, Bluetooth, დაცული WiFi;“;
3. „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ოპერირება მოახდინოს სტანდარტული ოპერაციული სისტემების მეშვეობით, როგორებიცაა: Windows, Linux, iOS, Android და ა.შ.;
ზ) შესაძლებელი უნდა იყოს დისფლეის, პრინტერისა და სხვა დამხმარე მოწყობილობების განცალკევება.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე