ბრძანება N 21120
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21120
25 .08. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ----- ---------------ის (ს/ნ ----------------------)
(მის.: ------------------------------------------------ )
2023 წლის 11 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა ი/მ ----- ---------------ის (ს/ნ ----------------------) 2023 წლის 11 აგვისტოს №83000/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აგვისტოს №077-19 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული შემოსავალი შესამოწმებელი პერიოდის არცერთი საანგარიშო წლის განმავლობაში არ ასცდენია 100 000 ლარს და არ ჰქონია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. მომჩივანი ითხოვს შემოწმებით დარიცხული გადასახადისა და სანქციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №17099 და 2023 წლის 25 ივლისის №17920 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----- ---------------ის (ს/ნ ----------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „---------თვის“ (ს/ნ ----------------------) მომსახურების გაწევის და ამავე საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი მცირე ბიზნესის ყოველთვიური საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით მიღებული შემოსავლების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 7 აგვისტოს №19346 ბრძანება და ამავე თარიღის №077-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 9 217 ლარი, მათ შორის, გადასახადი 5 938 ლარი, ჯარიმა 1 649 ლარი, საურავი 1 630 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ ----- ---------------ის (ს/ნ ----------------------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 1 მარტს, ხოლო 2021 წლის 1 სექტემბრიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. 2021 წლის სექტემბრის თვიდან ი/მ ----- ---------------ი წარმოადგენს შპს „-----ის“ (ს/ნ ---------------) ქვეკონტრაქტორს, კერძოდ 11.09.2021- 09.09.2022 საანგარიშო პერიოდებში გაწეული აქვს ბეტონის ჩასხმის და მსგავსი სახის მომსახურებები. აღნიშნული მომსახურებების საფასურმა ჯამურად შეადგინა 103 557,4 ლარი. გაწეულ მომსახურებებზე შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები. შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მცირე ბიზნესის ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების და შპს „-----ის“ (ს/ნ ---------------) მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზი. შედეგად დადგინდა, რომ პირის მიერ შპს „-----თვის“ მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულმა ანაზღაურებამ 2021 წლის 31 აგვისტოს ოპერაციით (16 049) გადააჭარბა 100 000 ლარს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელს შპს „-----სთვის“ (ს/ნ ---------------) 2021- 2022 საანგარიშო წლებში გაწეული აქვს ბეტონის ჩასხმის და მსგავსი სახის მომსახურებები. აღნიშნული მომსახურებების საფასურმა ჯამურად შეადგინა 103 557,4 ლარი, ხოლო 2021 წლის 31 აგვისტოს ოპერაციით მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულმა ანაზღაურებამ გადააჭარბა 100 000 ლარს. შედეგად, პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, რაც მის მიერ არ არის შესრულებული. შედეგად, გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადამხდელს დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის თარიღად ფიქსირდება 2021 წლის 31 აგვისტო.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ი/მ ----- ---------------ის (ს/ნ ----------------------) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ----- ---------------ის (ს/ნ ----------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ი/მ ----- ---------------ის (ს/ნ ----------------------) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული შემოსავალი შესამოწმებელი პერიოდის არცერთი საანგარიშო წლის განმავლობაში არ ასცდენია 100 000 ლარს და არ ჰქონია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ითხოვს შემოწმებით დარიცხული გადასახადისა და სანქციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელს მომჩივანს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისთვის 2021- 2022 საანგარიშო წლებში გაწეული აქვს სხვადასხვა სახის მომსახურებები. მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულმა ანაზღაურებამ გადააჭარბა 100 000 ლარს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადამხდელს დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის თარიღად ფიქსირდება 2021 წლის 31 აგვისტო.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს მომჩივანის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4); 136(3); 158(3); 159(1 „ბ“); 163(1,2); 164(1); 165(1,2); 270(1,2); 282(1); 302(6);