საერთაშორისო გადაზიდვა N 2417
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საერთაშორისო გადაზიდვა N 2417
ფაქტობრივი გარემოებები
· საქართველოს საწარმოსა და არარეზიდენტ სატრანსპორტო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2009 წელს არარეზიდენტმა ექსპედიტორულმა საწარმომ კლიენტისათვის განახორციელა ტვირთის პარიზიდან ბაქოში ჩატანა საქართველოს ტერიტორიის გავლით
· არარეზინდეტისთვის გადახდილი თანხები საქართველოს საწარმომ არ დაბეგრა გადახდის წყაროსთან
შეფასება
· 2009 წლისათვის მოქმედი სსკ-ის მე-12 მუხლის მე-15 ნაწილის მიხედვით საერთაშორისო გადაზიდვად ითვლება ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე ტვირთების გადაზიდვა, ამასთან სსკ-ის მე-24 მუხლის “ჟ” ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალში ითვლება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავალი
· ის ფაქტი, რომ ტრანზიტული ტვირთი მოძრაობს საქართველოს ტერიტორიის გავლით, არ უნდა ჩაითვალოს საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვად და შესაბამისად საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება