N 26 - 17/12/2024 - „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქონების გადასახადი 17.12.2024
№ დოკუმენტი 26
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2024 წლის 17 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 აპრილის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/04/2018, ს/კ 200130000.35.105.016433) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21.

დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისგან განთავისუფლდნენ (საგადასახადო შეღავათი) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016) 42.91.0 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული წყლის ქვეშ მდებარე უძრავი ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნავეთი) მესაკუთრეები/მოსარგებლეები წყლის ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლამდე ვადით.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მალხაზ თორია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე