აღურიცხველი საქონლის გამოვლენის დაბეგვრა N 2612
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
აღურიცხველი საქონლის გამოვლენის დაბეგვრა N 2612
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X"-ს საგადასახადო ორგანოს მიერ 2017 წლის აპრილის თვეში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოუვლინდა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი საქონელი 50 000 ლარის ოდენობით, რომელზეც არ გააჩნდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტი.
· გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადში არ განუხორციელებია ინვენტარიზაციის შედეგებზე საგადასახადო ანგარიშგება.
შეფასება
· სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: ა) განაწილებული მოგება; ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; დ) სსკ-ით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი.
· იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არ არის მოგების გადასახადით დაბეგვრის ზემოაღნიშნული ობიექტები, პირს არ წარმოეშობა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი საქონლის მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება.
ღონისძიებები
· გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდება სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმით.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით