ძირითადი საშუალების გამოქვითვა N 0203
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ძირითადი საშუალების გამოქვითვა N 0203
ფაქტობრივი გარემოებები
· I ვარიანტი: საგადასახადო წელს საწარმომ ჯგუფის ღირებულებით ბალანსში შემავალი ერთ-ერთი ძირითადი საშუალება ჩამოწერა და შეადგინა შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. სასარგებლო ნარჩენის ღირებულება არ ასახა დეკლარაციაში ერთობლივ შემოსავალში და სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში (შეძენებსა და საბოლოო მარაგებში).
· II ვარიანტი: საწარმომ გამოუსადეგარობის მოტივით ჩამოწერა ერთ ჯგუფში შემავალი ყველა ძირითადი საშუალება და შეადგინა შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. სასარგებლო ნარჩენის ღირებულება არ ასახა დეკლარაციაში ერთობლივ შემოსავალში და სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში (შეძენებსა და საბოლოო მარაგებში).
შეფასება
· ორივე ვარიანტში საწარმოს ჩამოწერილი ძირითადი საშუალებებიდან მიღებული სასარგებლო ნარჩენების ღირებულება საბაზრო ფასით უნდა აესახა დეკლარაციაში როგორც ერთობლივ შემოსავალში ისე შეძენილ და საბოლოო სასაქოლო-მატერიალურ მარაგებში.
· I ვარიანტში ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი არ მცირდება (სსკ-ის 111-ე ძვ. 183-ე მუხლი).
· II ვარიანტში ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსათვის ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას (სსკ-ის 111-ე ,,9" ძვ. 183-ე ,,9 " მუხლი).
ღონისძიებები
· ორივე ვარიანტში მიღებული სასარგებლო ნარჩენის ღირებულების დეკლარაციაში ასახვის შედეგად დაკორექტირდება დასაბეგრი მოგება.
· II ვარიანტში ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი წლის ბოლოსათვის.
· ორივე ვარიანტში პირი დაჯარიმდება წლიურ დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით.
აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება, როგორც საწარმოს ისე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში.
სახელმძღვანელოში შეფასებისას მნიშვნელობა არ აქვს ჩამოწერილ აქტივებს ფინანსურად გააჩნიათ თუ არა ნარჩენი საბალანსო ღირებულება.
სახელმძღვანელოში იგულისხმება, რომ ჩამოწერის შედეგად მიღებული მარაგები არ გახარჯულა იმავე წელს.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით