N 3045-XIმს-Xმპ - 31/05/2023 - „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 31.05.2023
№ დოკუმენტი 3045-XIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:

„ც) „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,31 მაისი 2023 წ.

N3045-XIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე