N 53 - 26/02/2013 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №53
2013 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 78-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნას.
2. 781 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას;
ბ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) ექსპორტისთვის განკუთვნილი ადგილობრივი წარმოების საქონელი;
დ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი საქონელი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 28 თებერვლიდან.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური