ბრძანება N 17855

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.08.2026
№ დოკუმენტი 17855
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 17855

07 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 21 მაისის საჩივრების

ბრძანების განმარტებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----) 2026 წლის 6 ივლისის №113797/21 კორესპონდენცია, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 ივნისის №13855 ბრძანების განმარტებასთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ შპს „----“ (ს/ნ ----) 2026 წლის 21 მაისის საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 აპრილის №---- კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 ივნისის №13855 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი:

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ დაუტვირთავი რეისების განხორციელებისას საწვავის ხარჯად აღიარების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში“.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 ივნისის №13855 ბრძანების განმარტებას. აცხადებს, რომ 2026 წლის 3 ივლისს შედგა აუდიტის დეპარტამენტში ვიზიტი, სადაც განუმარტეს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადამხდელის მიერ წარდგენილი სადავო საკითხებიდან ფაქტობრივად არც ერთი არ დაკმაყოფილდა. გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას, კერძოდ, რომელი საკითხი დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, რათა განსაზღვროს აუდიტორთან ერთად რომელი საკითხების გამოკვლევა/შესწავლაში მიიღოს მონაწილეობა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა გადასახადის გადამხდელის კორესპონდენცია და მიუთითა, რომ გადაწყვეტილების განმარტება ნიშნავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას და მის აღსრულებადობას უკავშირდება. გადაწყვეტილების განმარტება ხდება მაშინ, როდესაც მისი აღსრულება ვერ ხერხდება სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების, ორაზროვნების ან მისი გაგების/აღსრულების სხვაგვარად გართულების გამო.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. მომჩივანსა და საგადასახადო ორგანოს უფლება აქვთ, მიმართონ დავის განმხილველ ორგანოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების მიზნით.

2. დავის განმხილველი ორგანო გადაწყვეტილების განმარტებისას ხელმძღვანელობს იმავე ვადებით, რომლებიც დადგენილია საჩივრის განხილვისათვის.

3. განმარტება გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია და იგი ეგზავნება დავაში მონაწილე პირებსა და ორგანოებს.

4. გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მისი განმარტება დაუშვებელია.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების 41-ე მუხლის თანახმად:

1. დავის განმხილველი ორგანო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წერილობით განმარტებას უგზავნის მოპასუხესა და მომჩივანს.

2. განმარტებაში უნდა აისახოს გადაწყვეტილების სადავო ნაწილი, დასმული შეკითხვა და დავის განმხილველი ორგანოს განმარტება.

3. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არ საჭიროებს განმარტებას, დავის განმხილველი ორგანო ამის შესახებ აცნობებს განმარტების მომთხოვნ პირს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2026 წლის 23 ივნისის №13855 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მიხედვით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა/გამოიკვლევა გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ დაუტვირთავი რეისების განხორციელებისას საწვავის ხარჯად აღიარების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირების (შემცირების) განხორციელება, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2026 წლის 23 ივნისის №13855 ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია სამართლებრივი ნორმები, ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტაცია, რომლებსაც შემოსავლების სამსახური დაეყრდნო საკითხის სამართლებრივი შეფასების და გადაწყვეტილების მიღებისას.

ზემოაღნიშნულ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ბრძანების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში აღწერილი გარემოებები ნათლად მიუთითებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2026 წლის 23 ივნისის №13855 ბრძანების შინაარსი არ შეიცავს ბუნდოვანებას და არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----“ (ს/ნ -----) მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 ივნისის №13855 ბრძანების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას, კერძოდ, რომელი საკითხი დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, რათა განსაზღვროს აუდიტორთან ერთად რომელი საკითხების გამოკვლევა/შესწავლაში მიიღოს მონაწილეობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დავის საგანს წარმოადგენდა გადამხდელის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ დაუტვირთავი (ცარიელი) რეისების განხორციელებისას გაწეული საწვავის ხარჯების აღიარების საკითხი. ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ საკითხის დამატებითი შესწავლა/გამოკვლევა გადამხდელის მონაწილეობით და, საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულების შესაბამისი კორექტირება (შემცირება), ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2026 წლის 23 ივნისის №13855 ბრძანების შინაარსი არ შეიცავს ბუნდოვანებას და არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:307