N523 - 30/06/2010 - „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის №75 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №523
2010 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის №75 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 9 თებერვლის №75 ბრძანებაში (სსმ III, 10.02.10, №15, მუხლი 181) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 172-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, 195-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 196-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო შეღავათით მართლზომიერი სარგებლობის მიზნით, საქართველოში მოქმედი საფონდო ბირჟა ვალდებულია ამ ბრძანების დანართი №1-ით დადგენილი ფორმით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 თებერვლისა, მიაწოდოს ლისტინგში დაშვებული იმ ფასიანი ქაღალდების სია, რომელთა თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი მათი ემიტენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს.
3. საფონდო ბირჟის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 15 თებერვლისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) მტკიცდება და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება იმ ფასიანი ქაღალდების სია, რომელთა თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი მათი ემიტენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის და საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს
წარმოგიდგენთ იმ ფასიანი (საჯარო, სასესხო) ქაღალდების სიას, რომელთა თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი, მათი ემიტენტების მიერ საფონდო ბირჟისათვის მოწოდებული ინფორმაციით, 20_ წლის 31 დეკემბრის და 20_ წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 25 პროცენტს.
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1676742165329 {margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; }№
ფასიანი ქაღალდის კლასი
ემიტენტის დასახელება
ფასიანი ქაღალდის
ეროვნული
საიდენტიფიკაციო ნომერი ISIN
ემიტენტის მისამართი
ემიტენტის
საიდენტიფიკაციო
ნომერი
შენიშვნა
საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი ხელმოწერა -----------------
საფონდო ბირჟის ბეჭედი
„–––” „–––––––––––” 20-- წელი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე