არარეზიდენტის დაბეგვრა N 2005

2005 არარეზიდენტის დაბეგვრა 07.09.2010
№ დოკუმენტი 2005
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

არარეზიდენტის დაბეგვრა N 2005

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურებას უწევს არარეზიდენტი პირი. საწარმო გადახდის წყაროსთან არ აკავებს მომსახურებისათვის ასანაზღაურებულ თანხაზე ( 1 000 ლარი) კუთვნილ გადასახადს, რომელიც სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის მიხედვით, შეადგენს 100 ლარს (10 %)

•საწარმო არარეზიდენტისათვის დასაკავებელ გადასახადს (100 ლარი), ასევე კუთვნილ დღგ-ს (180 ლარი) უკუდაბეგვრის წესით იხდის დამოუკიდებლად

•საწარმომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა 1 100 ლარი (არარეზიდენტზე გაცემული ფაქტობრივი თანხა -1 000 ლარი და საშემოსავლო გადასახადი - 100 ლარი)

შეფასება

•საწარმოს, მოცემულ შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადი უნდა დაეკავებინა 1 000 ლარიდან და არარეზიდენტისათვის გადაეხადა 900 ლარი

•საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტის ვალდებულების (გადასახადის წყაროსთან დაუკავებლობის გამო) შეუსრულებლობის გამო გადახდილი 100 ლარი არ ჩაითვლება საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სავალდებულო ხარჯად და შესაბამისად, არ გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან

•საწარმოს მიერ გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი 100 ლარით ( 1 100 ლარი - 1 000 ლარი)

•საწარმოს მიერ სწორად არის განხორციელებული დღგ-ით უკუდაბეგვრის პროცედურა

ღონისძიებები

•უნდა დაზუსტდეს (100 ლარით შემცირდეს) საწარმოს გამოსაქვითი ხარჯები და დაერიცხოს კუთვნილი მოგების გადასახადი

•საწარმო დაჯარიმდება მოგების დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე

•საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 134-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის წყაროსთან დაუკავებლობის გამო