ფიზიკური პირისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტების სოციალური გადასახადით დაბეგვრა N 2501
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფიზიკური პირისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტების სოციალური გადასახადით დაბეგვრა N 2501
ფაქტობრივი გარემოებები
· 2006 წელს საწარმომ დამფუძნებელი ფიზიკური პირისაგან აიღო სესხი
· გადახდილი პროცენტები საწარმომ დაბეგრა გადახდის წყაროსთან მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით, სსკ-ის 196-ე მუხლის თანახმად
· ვარიანტი I: დამფუძნებელი რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად
· ვარიანტი II: დამფუძნებელი არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად
შეფასება
· დამფუძნებელი ფიზიკური პირი სსკ-ის მე-19 მუხლის შესაბამისად, საწარმოს უწევს ფინანსურ მომსახურებას
· II ვარიანტისთვის, მომსახურების მიმღებისათვის გადამხდელად არარეგისტრირებული პირის მიერ გაწეული მომსახურების საზღაური წარმოადგენს სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მომსახურება არ განიხილებოდა სამეწარმეო-ეკონომიკურ საქმიანობად
· II ვარიანტისთვის, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება სოციალური გადასახადი
· I ვარიანტისთვის, გაწეული ამომსახურება არ წარმოადგენს სოციალური გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, რამდენადაც აღნიშნული მომსახურება არ განიხილებოდა სამეწარმეო-ეკონომიკურ საქმიანობად
ღონისძიებები
· II ვარიანტში, გაიზრდება სოციალური გადასახადით დასაბეგრი ბაზა და საწარმოს ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხება სოციალური გადასახადი
· II ვარიანტში, მოგების დეკლარაციაში გაიზრდება გამოსაქვითი ხარჯები, დაზუსტდება დასაბეგრი მოგება (ზარალი)
· II ვარიანტში, პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში სსკ-ის 132-ე მუხლით