N 3941-XIIIმს-Xმპ - 15/12/2023 - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 15.12.2023
№ დოკუმენტი 3941-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 1074 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საბროკერო კომპანიის, ცენტრალური დეპოზიტარის, საინვესტიციო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიისა და ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ლიკვიდაციას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ახორციელებს (ახორციელებენ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,15 დეკემბერი 2023 წ.

N3941-XIIIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე