საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №47
2015 წლის 30 დეკემბერი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დადგინდეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები, სათამაშო ბიზნესის ცალკეული სახეების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%.
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის დადგენილება №3 – ვებგვერდი, 30.01.2017წ.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 ივნისის დადგენილება №14 – ვებგვერდი, 01 .07.2024წ.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №33 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საჩხერის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
თამაზ ნადირაძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე