N 1763-Vმს-XIმპ - 24/06/2026 - „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 24.06.2026
№ დოკუმენტი 1763-Vმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) საქართველოს საჰაერო კოდექსის პირველი მუხლის „ჰ32“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე − 50 ლარი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,24 ივნისი 2026 წ.

N1763-Vმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე