ძირითადი საშუალების აფასება როცა ამ ძირითადი საშუალების შეძენის დოკუმენტი არ არსებობს (უცნობია შეძენის თარიღი) N 1411

1411 ძირითადი საშუალების აფასება როცა ამ ძირითადი საშუალების შეძენის დოკუმენტი არ არსებობს (უცნობია შეძენის თარიღი) - (ძალადაკარგული) 29.12.2010
№ დოკუმენტი 1411
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ძირითადი საშუალების აფასება N 1411

ფაქტობრივი გარემოებები

•2002 წელს დაფუძნებულ საწარმოს ბალანსზე ერიცხება ძირითადი საშუალება, რომლის შესყიდვის შესახებ დოკუმენტი არ გააჩნია

•ქონების გადასახადის განსაზღვრის მიზნით საწარმომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ქონება შესყიდულად ჩაითვლება დაფუძნების თარიღიდან და შესაბამისად ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება ააფასა სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’ბ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული კოეფიციენტი (გაამრავლა 2-ზე)

შეფასება

•ვინაიდან საწარმოს არ გააჩნია ძირითადი საშუალების შესიყიდვის დოკუმენტი, მას აღნიშნული აქტივისი აფასება უნდა მოეხდინა სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’ა’’ ქვეპუნქტით დადგენილი კოეფიციენტით (გაემრავლებინა 3-ზე)

ღონისძიებები

•მოხდება ქონების ღირებულების კორექტირება და საწარმოს დაერიცხება გაზრდილი ქონების გადასახადი

•სსკ-ის 132-ე მუხლის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდება დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის