მასალის (ნედლეულის) დანაკარგი N 1719
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მასალის (ნედლეულის) დანაკარგი N 1719
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს საგადასახადო შემოწმებით საცავში დაუდგინდა ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებით შაქრის ფხვნილის ნაკლებობა საერთო მასის 2%-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილი არ არის დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი
· შაქრის დანაკარგზე არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ზღვრული ნორმა 2.5%-ის ოდენობით
· წინა პერიოდებში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურებით გამოვლენილია სამართალდარღვევა (პირველადი დოკუმენტის გარეშე შაქრის რეალიზაცია – მოხმარება, ჩეკის ამოურტყმელობა, პირადი მოხმარებისათვის გამოყენება)
შეფასება
· გამოვლენილი ნაკლებობა (2%) ჩაითვლება საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად
ღონისძიებები
· გადაანგარიშდება შესაბამისი გადასახადების (დღგ, მოგების გადასახადი) დაბეგვრის ობიექტი. ამასთან, შესაძლო ამონაგების თანხა ჩაითვლება საწარმოს ხელმძღვანელზე ხელფასის სახით განაცემად
· გადასახადების შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ–ის 275–ე მუხლით