ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა N 2520
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა N 2520
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმოს საქმინობას წარმოდგენს ფასანი ქაღალდების (აქციების) შეძენა-რეალიზაცია. იმავდროულად, საწარმო ფლობს შვილობილი საწარმოს 1 ლარიან აქციებს, რომელიც აღრიცხული აქვს როგორც გრძელვადიანი აქტივები
•საწარმო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერას ახდენს საშუალო შეწონილი მეთოდის გამოყენებით
•საწარმომ გასაყიდად მიიღო შვილობილი საწარმოს ემისირებული აქციები 1000 000 ცალი (1 ცალი 3 ლარი) იმ პირობით, რომ გაუყიდავ აქციებს შვილობილ საწარმოს დაუბრუნებდა უკან
•შეთანხმების შესაბამისად საწარმომ შვილობილ საწარმოს დაუბრუნა გაუყიდავი 300 000 ცალი აქცია. საწარმომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებიდან ჩამოწერა 900 000 (300 000 X 3) ლარი
შეფასება
•მოცემულ პირობებში, შვილობილი საწარმოს მიმართ აქციები ექვემდებარებოდა იმ ფასით დაბრუნებას, რომლითაც მიღებული ჰქონდა გასაყიდი აქციები (3 ლარი). ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის რა მეთოდს იყენებს საწარმო
ღონისძიებები
•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი ვალდებულებების დაკისრება არ ხდება