2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით ან/და შეთანხმებული არქიტექტურული პროექტების მიხედვით განსაზღვრულ ობიექტებში უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრა N 1197

1197 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით ან/და შეთანხმებული არქიტექტურული პროექტების მიხედვით განსაზღვრულ ობიექტებში უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრა 24.06.2016
№ დოკუმენტი 1197
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით ან/და შეთანხმებული არქიტექტურული პროექტების მიხედვით განსაზღვრულ ობიექტებში უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრა N 1197

ფაქტობრივი გარემოებები

· 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვის მფლობელმა პირმა, ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში - მრავალსართულიან კორპუსში, 2015 წელს გაყიდა საცხოვრებელი ბინა. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული მიწოდება განიხილა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად, ვინაიდან მიწოდებული ქონება განთავსებული იყო აღნიშნული სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში

· მიწოდებული უძრავი ქონება განათავსებულია იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით მშენებლობის ნებართავა ძალაშია ან/და არქიტექტურული პროექტი შეთანხმებულია უფლებამოსილ ორგანოსთან, ხოლო მშენებლობის ნებართავა გაცემულია შემდგომში.

· ობიექტის მშენებლობა დასრულდა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ ექსპლუატაციაში მისაღები ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი გამოიცა 2014 წელს

· ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, შეტანილია სსკ-ის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში

შეფასება

· უძრავი ქონების მიწოდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულია სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის „ა"-„ვ" პუნქტებში მოცემული ყველა პირობა, მ.შ. „დ" პუნქტის პირობაც, რომლის თანახმადაც, იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს

· იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებულია გადასახადისგან გათავისუფლების (საგადასახადო შეღავათის) შესახებ კანონის მიღებამდე, აღნიშნული შეღავათი გადამხდელზე ვერ გავრცელდება

ღონისძიებები

· განხორციელებული ოპერაცია ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა სსკის 275-ე მუხლის შესაბამისად

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით