N 33 - 03/02/2026 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 03.02.2026
№ დოკუმენტი 33
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №33

2026 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 812 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის VIII თავის შესაბამისად, მწარმოებლის მიერ აქციზური მარკით ნიშანდებული, საქართველოში წარმოებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერისას, აქციზური მარკები ითვლება უტილიზებულად და არ ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას.“.

 

2. 112-ე მუხლის მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 პუნქტი:

„191. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის VIII თავის შესაბამისად, 2025 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აგვისტომდე, სრული განადგურების ფორმით ჩამოწერილ, საქართველოში წარმოებულ აქციზურ ნაწარმზე, მწარმოებლის მიერ ნიშანდებული აქციზური მარკები, მწარმოებლის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილ განცხადებაში მითითებული სერიული ნომრებით/სერიული ნომრების დიაპაზონით, ითვლება უტილიზებულად და არ ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას.“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე