ურთიერთდამოკიდებული პირები (იჯარით აღებულ ფართში საქმიანობის დადგენა იმ პერიოდშიც, როცა იჯარა არ იყო გაფორმებული) N 2105
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ურთიერთდამოკიდებული პირები N 2105
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელ საწარმოს 2009 წელს იჯარით გაქირავებული აქვს ფართი მოიჯარეზე და გაფორმებული აქვს საიჯარო კონტრაქტი
· მოიჯარეს 2008 წლიდან საქმიანობის ადგილად და რეგისტრაციის მისამართად სარეგისტრაციო დოკუმენტებში მოხსენიებული აქვს იგივე მისამართი, რაც ზემოაღნიშნულ საწარმოს
· დადგენილია პირთა ურთიერთდამოკიდებულება
· I ვარიანტი: 2008 წელს მოიჯარეს დაუდგინდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი
· II ვარიანტი: 2008 წელს მოიჯარეს არ უდგინდება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი
შეფასება
· ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა გადანაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგებისას
· I ვარიანტში, დაბეგვრის მიზნებისათვის, უნდა ჩაითვალოს, რომ 2008-დან 2009 წლამდე პერიოდში მოიჯარე ფართს ფლობა იჯარის ხელშეკრულების გარეშე
· I ვარიანტში, საწარმოს მიერ შემცირებულია დღგ-ითა და მოგების გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი
· I ვარიანტში, მოიჯარემ 2008 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში უსასყიდლოდ გადაცემული ფართის სახით მიიღო როგორც სარგებელი, ასევე გამოქვითვის უფლება; ხოლო მეიჯარემ გასწია უსასყიდლო მომსახურება
· I ვარიანტში, უსასყიდლოდ გაცემული ფართის მიხედვით მეიჯარის შემოსავალი (დღგ-ის და მოგების გადასახადის მიზნებისათვის) გამოითვლება ამ მომსახურების საბაზრო ღირებულებით (სსკ-ის 22-ე მუხლი)
· II ვარიანტში, საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება
ღონისძიებები
· პირველ ვარიანტში, 2008 წლის შესაბამის საგადასახადო პერიოდებზე საწარმოს გაეზრდება დღგ-ით და მოგების გადასახადით დასაბეგრი შემოსავლები
· პირველ ვარიანტში, საწარმო, შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით