პირგასამტეხლოს თანხების გამოქვითვა (იურიდიული პირისათვის გადაუხდელი პირგასამტეხლო მაინც ხარჯია) N 0227

0227 პირგასამტეხლოს თანხების გამოქვითვა (იურიდიული პირისათვის გადაუხდელი პირგასამტეხლო მაინც ხარჯია) - (ძალადაკარგული) 31.08.2011
№ დოკუმენტი 0227
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

პირგასამტეხლოს თანხების გამოქვითვა N 0227

ფაქტობრივი გარემოებები

•მეიჯარის მიერ მოიჯარესთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მოიჯარემ უნდა აცნობოს მეიჯარეს წერილობითი ფორმით 1 თვით ადრე, წინაააღმდეგ შემთხვევაში მეიჯარეს უფლება აქვს მოიჯარეს პირგასამტეხლოს სახით დააკისროს 3 თვის იჯარის გადასახადი

•აღნიშნული პირობა დარღვეულია მოიჯარის მიერ, ამასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა მოიჯარის მიერ გამოქვითულია ერთობლივი შემოსავლიდან

•I ვარიანტი: მოიჯარეს საგადასახადო წლის მიხედვით გადახდილი აქვს პირგასამტეხლოს თანხა

•II ვარიანტი: მოიჯარეს საგადასახადო წლის მიხედვით ვალდებულებებში ასახული აქვს გადასახდელი პიგასამტეხლო, თუმცა გადახდილი არ აქვს აღნიშნული თანხა

შეფასება

•ორივე ვარიანტში მოიჯარეს უფლება აქვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს პირგასამტეხლოს თანხა

ღონისძიებები

•ორივე ვარიანტში მოიჯარის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით სახელმძღვანელოში აღწერილ სიტუაციაში მეიჯარეში მოიაზრება როგორც იურიდიული ისე ფიზიკური პირი, ხოლო 2011 წლიდან მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით - მხოლოდ იურიდიული პირი

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახდო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლამდე საგადასახადო პერიოდებზეც

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით