იმპორტისას აღმოჩენილი განსხვავების (ზედმეტობა/ნაკლებობა) აღრიცხვა N 1725
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
იმპორტისას აღმოჩენილი განსხვავების (ზედმეტობა/ნაკლებობა) აღრიცხვა N 1725
ფაქტობრივი გარემოებები
· საქართველოს რეზიდენტმა საწარმომ "CIF - ფოთი" პირობით განახორციელა ხორბლის იმპორტი
· ვარიანტი 1: ფაქტობრივად იმპორტირებული (საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული) ხორბლის რაოდენობა მეტია ინვოისში დაფიქსირებულ რაოდენობაზე, შესაბამისად პირმა ზედმეტობა გადაანაწილა ფაქტობრივ რაოდენობაზე და ერთეულის ფასი ნაკლები ღირებულებით აიყვანა შემოსავალში
· ვარიანტი 2: ფაქტობრივად იმპორტირებული (საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული) ხორბლის რაოდენობა ნაკლებია ინვოისში დაფიქსირებულ რაოდენობაზე, შესაბამისად პირმა ნაკლებობა გადაანაწილა ფაქტობრივ რაოდენობაზე და ერთეულის ფასი გაზრდილი ღირებულებით აიყვანა შემოსავალში
შეფასება
· საწარმომ იმპორტირებული საქონლის რაოდენობა უნდა აღრიცხოს ფაქტობრივად მიღბულ რაოდენობის მიხედვით და ინვოისში დაფიქსირებული ერთეულის ფასის გათვალისწინებით
· ვარიანტი 1: საწარმოს მიერ იმპორტირებული საქონლის რაოდენობის ზედმეტობა საინვოისო ღირებულების გათვალისიწნებით ჩაითვლება საწარმოს მიერ მიღბულ სარგებლა დ და ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში
· ვარიანტი 2: საწარმოს მიერ იმპორტირებული საქონლის რაოდენობის ნაკლებობა (დანაკარგი) საინვოისო ღირებულების გათვალისწინებით ჩაითვლება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად (ზარალად)
ღონისძიებები
· ორივე ვარიანტში: პირის სასაგადასახადო ვალდებულება უნდა გადაანგარიშდეს შეფასებაში დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით
· ვარიანტი 1: დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მიხდვით
ფაქტობრივ გარემოებაში იგულისხმება, რომ ოპერაციის იურიდიული ფორმის გადაკვალიფიცირების პირობა არ არსებობს
სახელმძღვანელო ვრცელდება მხოლოდ იმ საქონელზე, რომლის მასის ცვლილება დამოკიდებულია ბუნებრივ ფაქტორებზე და ტრანსპორტირების პერიოდზე
იგულისხმება, რომ ფაქტობრივ რაოდენობაზე გადანაწილებული დანახარჯების მიხედვით საქონლის ერთეულის ფასი არ აღემატება ადგილობრივ ბაზარზე არსებულ საბაზრო ფასს
ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯები პირობითად გათვალისწინებული არ არის
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 13 ივნისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პეროდებზეც