N 1278-რს - 26/07/2017 - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 26.07.2017
№ დოკუმენტი 1278-რს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.05.2017, სარეგისტრაციო კოდი: 340150000.05.001.018458) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. 2022 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-6 მუხლის მე-9–მე-12 პუნქტებით განსაზღვრული ნორმატიული აქტები.“.

 

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი და მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

 

ქუთაისი,26 ივლისი 2017 წ.

N1278-რს

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე