არასწორი ფორმით წარმოდგენილი დეკლარაციები N 2324

2324 არასწორი ფორმით წარმოდგენილი დეკლარაციები 27.01.2012
№ დოკუმენტი 2324
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

არასწორი ფორმით წარმოდგენილი დეკლარაციები N 2324

ფაქტობრივი გარემოებები

•ვარიანტი I: ფიზიკურმა პირმა, კანონით დადგენილი ვადის დაცვით წარმოადგინა საწარმოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია, ნაცვლად ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციისა

•ვარიანტი II: ამხანაგობამ კანონით დადგენილი ვადის დაცვით წარმოადგინა საწარმოს მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია, ნაცვლად ამხანაგობის მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციისა

•ვარიანტი III: ფიზიკურმა პირმა კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ასახა დასაბეგრი მიწა -მიმდინარე წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა) - გასული საგადასახადო წლის მიხედვით. საანგარიშო პერიოდად მიმდინარე წლის ნაცვლად მითითებულია წინა წელი

შეფასება

•სამივე ვარიანტში უნდა ჩაითვალოს, რომ დეკლარაციის არასწორი ფორმით ჩაბარების ან/და დეკლარაციაში საანგარიშო წლის არასწორად მითითების მიუხედავად, პირმა შეასრულა საგადასახადო ანგარიშგება

ღონისძიებები

•I და II ვარიანტში: დეკლარაციის წარმოდგენისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ, დეკლარაციის სწორი ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში პირის მიმართ არ გავრცელდება სსკ-ის 274-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქცია და დეკლარაციის წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება არასწორი ფორმით დეკლარაციის წარმოდგენის თარიღი

•III ვარიანტში: საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს დეკლარაციაში საანგარიშო წლის გასწორებას, რათა მიმდინარე წლის დეკლარაცია არ აისახოს წინა წლის დაზუსტებულ დეკლარაციად

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 1 იანვრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც