N 268 - 06/06/2019 - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №268
2019 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №155, მუხლი 1827) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის (აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება ფიზიკური პირისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭება) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამედიცინო (გარდა „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის ექიმისა და ექთნის/ფერშლის მიერ გაწეული საქმიანობისა), არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი, მამუკა ბახტაძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე