მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შესახებ
📄 სრული ტექსტი
შესულია ცვლილება N 1253 - 02.09.2024
შესულია ცვლილება N 2348 - 25.12.2023
შესულია ცვლილება N 1843 - 16.10.2023
საქართველოს მთავრობის
განკარგულება N 1559
2023 წლის 29 აგვისტო
ქ თბილისი
მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შესახებ
1. საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამომხმარებლო ფასების შენარჩუნების მიზნით, 2024 წლის 1 იანვრამდე აიკრძალოს მდედრი მსხვილფეხა საქონლისა და 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი (სეს ესნ-ის კოდი 0102).
2. განკარგულება ძალაშია 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი