N 56 - 12/02/2026 - „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №56
2026 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/06/2023, 300160070.10.003.024071) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „მ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი სტანდარტი არაუმეტეს 2610 კგ სტანდარტული მასის M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის − ევროკავშირის ევრო 5 სტანდარტი − იძულებითი აალებადი ძრავის, ხოლო ევრო 5ბ სტანდარტი − შეკუმშვით აალებადი ძრავის შემთხვევაში (EC/715/2007 რეგულაცია); გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 83-ე რეგულაციის მე-6 ცვლილებით გათვალისწინებული სტანდარტები (ე. წ. ეკოლოგიურობის მე-5 კლასი); აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მე-2 დონის მეხუთე ჯგუფის ან/და კალიფორნიის მე-2 დონის ულტრადაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) სტანდარტი; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩინეთი 5“ სტანდარტი; იაპონიის „პოსტ ახალი გრძელვადიანი სტანდარტი“; კორეის რესპუბლიკის ჰაერის ხარისხის კონსერვაციის აქტის აღმასრულებელი განკარგულების №17 დანართით განსაზღვრული 2009 წლის ულტრადაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) სტანდარტი იძულებით აალებადი ძრავის, ხოლო შეკუმშვით აალებადი ძრავის შემთხვევაში − ამავე დანართით განსაზღვრული 2014 წლის სტანდარტი;
მ1) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი სტანდარტი M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისა და 2610 კგ-ზე მეტი სტანდარტული მასის M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის − ევროკავშირის ევრო V (88/77/EEC და 2005/55/EC დირექტივების I დანართის 6.2.1 პუნქტის ცხრილების B2 რიგები) სტანდარტი; გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 49-ე რეგულაციის მე-5 ცვლილების B2 რიგები (2008 წელი) გათვალისწინებული სტანდარტი; აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მე-2 დონის მეხუთე ჯგუფის ან/და კალიფორნიის მე-2 დონის ულტრა დაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) ან/და აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს 2001 წლის საბოლოო წესით („ახალი ავტომობილებიდან ჰაერის დაბინძურების კონტროლის შესახებ − მძიმე სატვირთო ავტომობილის ძრავისა და ავტომობილის სტანდარტები და საავტომობილო დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის კონტროლის მოთხოვნები“) დადგენილი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩინეთი 5“ სტანდარტი; იაპონიის 2005 წლის „ახალი გრძელვადიანი სტანდარტებით“ დადგენილი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები; კორეის რესპუბლიკის ჰაერის ხარისხის კონსერვაციის აქტის აღმასრულებელი განკარგულების №17 დანართით განსაზღვრული 2009 წლის სტანდარტები;“.
2. (ამოღებულია - 12.03.2026, №105).
3. მე-6 მუხლს 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოებული ან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან იმპორტირებული ავტომობილის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის ასაღებად, ამ მუხლის მე-2, 21, მე-3 და 31 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს ჩინეთის სერტიფიცირებისა და ინსპექტირების ჯგუფის მიერ ინდივიდუალურ ავტომობილზე გაცემული სერტიფიკატი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ავტომობილის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, ამასთანავე, გამონაბოლქვის მონაცემები ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი ან უფრო მაღალი სტანდარტი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, წარმოების/ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).“.
4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2, 21, მე-3, 31 და 32 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების შედარებას ამ რეგლამენტის შესაბამის დანართებში მოცემულ გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან ახდენს სააგენტო, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული მიზნებისთვის ინდივიდუალური ავტომობილის წარმოების ქვეყანა დგინდება ISO 3780:2009 სტანდარტით, ამავე სტანდარტის შესაბამისი ცვლილებით/ტექნიკური შესწორებით ან/და ავტომობილის მწარმოებლის წერილის საფუძველზე. სააგენტო გასცემს შესაბამის დასკვნას და სათანადო მონაცემებს/ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, დაინტერესებული პირის მიმართვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ მომსახურების გაწევის ვადის ბოლო კალენდარული დღე ემთხვევა უქმე (სადღესასწაულო) ან/და დასვენების დღეს, დასკვნა გაიცემა მომდევნო სამუშაო დღეს.“.
5. (ამოღებულია - 12.03.2026, №105).
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილება №105 - ვებგვერდი, 12.03.2026წ.
მუხლი 2 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილება №105 - ვებგვერდი, 12.03.2026წ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან.
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე