დასაბეგრი მოგების წინა წლების ზარალით შემცირება, როდესაც იცვლებიან მეწილეები N 0402

0402 დასაბეგრი მოგების წინა წლების ზარალით შემცირება, როდესაც იცვლებიან მეწილეები - (ძალადაკარგული) 31.08.2011
№ დოკუმენტი 0402
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დასაბეგრი მოგების წინა წლების ზარალით შემცირება N 0402

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ 2007 წლის დასაბეგრი მოგება შეამცირა წინა წლების (2004-2006) დაგროვილი ზარალით, ამასთან საწარმოში შეიცვალა 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორები

· I ვარიანტი: საწარმომ ცვლილებიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეიცვალა ეკონომიკური საქმიანობის სახე

· II ვარიანტი : საწარმო აგრძელებს იმავე ეკონომიკურ საქმიანობას ცვლილებიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში

შეფასება

· 2008 წლამდე მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, თუ წინა საგადასახადო წელთან შედარებით იურიდიულ პირში იცვლებიან 50 პროცენტი ან მეტი ხმის უფლებიანი წილის მქონე პარტნიორები, უქმდება ზარალის გამოქვითვისა კრედიტების შემდგომ პერიოდში გადატანის შესაძლებლობა, იმ საგადასახადო წლის დასაწყისიდან , რომელშიც მოხდა ეს ცვლილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ცვლილების მომდევნო 3 წლის განმავლობაში იურიდიული პირი აგრძელებს იმავე ეკონომიკურ საქმიანობას (ძვ. სსკ-ის 216-ე მუხლი)

· I ვარიანტი: საწარმოს არ ჰქონდა უფლება გამოექვითა წინა წლების ზარალი

· II ვარიანტი: საწარმოს ქმედება მართლზომიერია

ღონისძიებები

· I ვარიანტში უნდა გაუქმდეს მოგების დეკლარაციაში ასახული წინა წლების ზარალი და შესაბამის შემთხვევაში დაერიცხოს კუთვნილი მოგების გადასახადი

· I ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად

· II ვარიანტში საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

აღნიშნული ნორმა ამოღებულ იქნა 2008 წლიდან და შესაბამისად ეხება 2008 წლამდე საგადასახადო პერიოდებს.