N 110 - 02/03/2022 - „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №110
2022 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
„აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/02/2020, 300160070.10.003.021793) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის V და VI დანართებით გათვალისწინებული პროდუქტის (გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურსა და სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით (შემდგომში – ერთობლივი ბრძანება).“;
ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. ამ მუხლით გათვალისწინებული „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენა სავალდებულო არ არის შემდეგ შემთხვევებში:
ა) ფიზიკური პირის მიერ:
ა.ა) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ 3000 ლარამდე ღირებულების, 50 კგ-მდე საერთო წონის, აირად საწვავზე მომუშავე იმ მოწყობილობის იმპორტისას, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ა.ბ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში, 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის, აირად საწვავზე მომუშავე იმ მოწყობილობის იმპორტისას, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ა.გ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) აირად საწვავზე მომუშავე იმ მოწყობილობის იმპორტისას, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ა.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ 5 000 ლარამდე ღირებულების აირად საწვავზე მომუშავე იმ მოწყობილობის იმპორტისას, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ბ) აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტისას, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;
გ) აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის იმპორტისას, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში);
დ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტისას.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის V და VI დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი V
აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების ნუსხა №1
#assignedTableId-1690538965086 {width:66.84%;mso-cellspacing:1.5pt;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }№
კატეგორია
საქონლის დასახელება
სასაქონლო კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის
ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ( სეს ესნ -ის) მიხედვით
1
საკვების მოსამზადებელი მოწყობილობები
აირზე მომუშავე გაზქურები(გრილების ჩათვლით) ღია სივრცეში გამოსაყენებლად
7321 11
აირზე მომუშავე ბარბექიუს მოწყობილობები
7321 11
აირზე მომუშავე სანთურები ღია სივრცეში გამოსაყენებლად
7321 11
აირზე მომუშავე საყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზქურა, ზედაპირები (კომბინირებულების ჩათვლით)
7321 11
8516 60 100 00 - კომბინირებული
8516 60 500 00 - კომბინირებული
აირზე მომუშავე საყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზქურა, ზედაპირები (კომბინირებულების ჩათვლით) და გრილი
7321 11
8516 60 800 00
8516 60 900 00
არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების აირზე მომუშავე საკვების მოსამზადებელი მოწყობილობა (გაზქურები, ღუმელები და აშ.)
8419 81 800 00
აირზე მომუშავე პორტატული სანთურები
7321 11
2.
აირზე მომუშავე გამათბობლები
არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების აირზე მომუშავე ჭერზე დასაკიდებელი მილისებრი გამათბობლები
7322 90 000 09
აირზე მომუშავე საყოფაცხოვრებო დანიშნულების გამათბობლები
7321 81 000 00
აირზე მომუშავე დეკორატიული ეფექტის მქონე მოწყობილობები
7321 81 000 00
აირზე მომუშავე პატიოს გამათბობლები
7321 81 000 00
არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების აირზე მომუშავე გამათბობლები
7322 90 000 09
აირზე მომუშავე გამათბობელი მოწყობილობები ავტომობილებისთვის და ნავებისთვის
7322 90 000 09
არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების მრავალსანთურიანი აირზე მომუშავე ჭერზე დასამაგრებელი მილისებრი გათბობის სისტემები
7322 90 000 09
3.
აირზე მომუშავე ცენტრალური ბოილერები
საყოფაცხოვრებო დანიშნულების აირზე მომუშავე ცენტრალური ბოილერები
8403 10 900 00
არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების აირზე მომუშავე ცენტრალური ბოილერები
8403 10 900 00
4.
აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი
აირზე მომუშავე წყლის მომენტალური გამათბობლები
8419 11 000 00
აირზე მომუშავე საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის გამაცხელებელი ქვაბი/რეზერვუარი
8419 19 000 00
ნავებსა და მანქანებში განთავსებული აირზე მომუშავე წყლის გამათბობლები
8419 11 000 00
5.
სხვა
ავტომატური სავენტილაციო სანთურები აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობისთვის
8416 20 100 00
აირზე მომუშავე საშრობი
მანქანები
8421 19 700 00
დანართი VI
აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების ნუსხა №2
#assignedTableId-1690539009969 {width:67.84%;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }№
კატეგორიები
დასახელება
1.
სხვა
აირზე მომუშავე მაცივარი
აირზე მომუშავე სარეცხის მანქანები
აირზე მომუშავე კონდიციონერები
აირზე მომუშავე განათებები
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე