გადაწყვეტილება №24388/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24388/2/2024
23 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ------- 2.12.2024 (სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად განსახილველად დაბრუნებულ 11.07.2017) წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24388/2/2024).
დავის საგანი:
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება - დავალიანების ჩამოწერაზე უარის თქმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 8.11.2016 წლის №ID------- გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 12.12.2016 წლის №35610 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 23 756,19 ლარი (28.10.2016 წლის (განცხ. თარიღი) მდგომარეობით).
მათ შორის:
გადასახადი - 13 380,48
საურავი - 10 375,71
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადი გადამხდელმა 28.10.2016 წელს მიმართა მომსახურების დეპარტამენტს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით, რომლის პასუხად გადასახადის გადამხდელს წარედგინა 8.11.2016 წლის №ID------- გადაწყვეტილება, რომლითაც ეცნობა, რომ კომპანიის მიერ 1.01.2011 წლის შემდგომი პერიოდისათვის საგადასახადო ორგანოში წარდგენილია 2013 წლის მოგების დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია, აღნიშნულიდან გამომდინარე პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ვერ განხორციელდება.
მომსახურების დეპარტამენტის 8.11.2016 წლის №ID------- გადაწყვეტილება 21.11.2016 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.12.2016 წლის №35610 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 12.12.2016 წლის №35610 ბრძანება 11.01.2017 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 24.02.2017 წლის №13960/2/17 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სასამართლოში.
------- საქალაქო სასამართლოს 13.10.2020 წლის (საქმე №3/379-17-20) გადაწყვეტილებით სს „-------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ------- სააპელაციო სასამართლოში, რომლის 28.04.2021 წლის (საქმე №------- (3/ბ-491-2020წ.)) გადაწყვეტილებით სს „-------“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ------- საქალაქო სასამართლოს 13.10.2020 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს ------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 24.02.2017 წლის გადაწყვეტილება სს „-------“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განიხილოს სს „-------“ 11.07.2017 წელს რეგისტრირებულ საჩივართა დაკავშირებით მომსახურების დეპარტამენტის 8.11.2016 წლის №ID------- გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის 12.12.2016 წლის №35610 ბრძანება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ------- სასამართლოს 20.11.2024 წლის №------- განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
------- სააპელაციო სასამართლოს 28.04.2021 წლის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2013 წლის მოგების დეკლარაციის მე-15 გრაფაში სს „-------“ შეცდომით ჩაწერა შემოსავალში 11 500 ლარი, რაც სინამდვილეში იყო 2011 წელს დაყადაღებული ქონების 2013 წლის აუქციონზე გაყიდული ქონების ღირებულება.
პალატა განმარტავს, რომ 1.01.2011 წლიდან წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი ჩამოწერას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს 1.01.2011 წლის შემდგომი პერიოდისთვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება წარდგენილი არ აქვს ან როდესაც საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამასთან, აღნიშნული ნორმის გამოყენებას გამორიცხავს შემთხვევა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება. აღსანიშნავია, რომ 30.06.2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით პირდაპირ მიეთითა, რომ წარდგენილ დეკლარაციებში/გაანგარიშებაში არ იგულისხმება არა მხოლოდ პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია/გაანგარიშება და საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირება, არამედ ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირება ან/და დარიცხვაც.
მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარის თქმა განპირობებულია იმით, რომ საწარმოს მიერ წარდგენილი 2013 წლის მოგების დეკლარაციის მიხედვით ერთობლივი შემოსავალი ნულზე მეტია.
მოსარჩელის განმარტებით დეკლარაციის შევსების დროს შეცდომით შეიყვანეს 2013 წლის აუქციონზე გაყიდული ქონების ღირებულება, ზემოაღნიშნული შეცდომის შესახებ კომპანიამ შეიტყო 29.12.2016 წელს, 12.12.2016 წლის №35610 ბრძანების გაცნობის შემდეგ და წარადგინეს კიდეც დაზუსტებული ნულოვანი დეკლარაცია, თუმცა შემოსავლების სამსახურმა დაზუსტებული დეკლარაცია არ მიიღო.
პალატა მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 69-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-4 მუხლის მე-8 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, შესწორებული დეკლარაცია სს ------- მიერ წარდგენილია ვადის დარღვევით, 2017 წელს, ამდენად ვერ იქნა მიღებული ელექტრონულად.
საქმეში არსებული მასალით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სს ------- 2013 წლის დეკლარაცია წარადგინა იმ მონაცემებით რა აქტივებიც ფაქტობრივად სააქციო საზოგადოებას არ განუხორციელებია, სს „-------“ 2001 წლის შემდგომ ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია ანუ შეცდომით წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას (სს -------) საერთოდ არ ჰქონდა მისი აქტივებიდან გამომდინარე დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, რაც უნდა გაითვალისწინოს ადმინისტრაციულმა ორგანომ.
ამასთან ადმინისტრაციულმა ორგანომ სს ------- საჩივრის განხილვისას მხედველობაში უნდა მიიღოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის დანაწესი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებზე, 296-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 2021 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილზე დამატებულ ა1 ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-8 ნაწილზე და 51-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე. სასამართლო ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილების შესაბამისად მოსარჩელისთვის დარიცხული თანხების კორექტირებასა და გამოანგარიშებაზე მოპასუხე შემოსავლების სამსახურმა უნდა იმსჯელოს სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების შეფასების გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა შეძლო წარედგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია. შესაბამისად, სს ------- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განიხილოს სს ------- 11.07.2017 წელს რეგისტრირებულ საჩივართა დაკავშირებით მომსახურების დეპარტამენტის 8.11.2016 წლის №ID------- გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის 12.12.2016 წლის №35610 ბრძანება“.
სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, იურიდიული დეპარტამენტის 2.12.2024 წლის №112159-08 წერილით, საჩივარი ხელახლა განსახილველად გამოგზავნილ და დარეგისტრირებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის 12.12.2016 წლის №35610 ბრძანებაში მითითებულია შემდეგი:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელმა 28.10.2016 წელს D:------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 13.05.2016 წელს №5092-Iს საქართველოს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესულია ცვლილება (გამოქვეყნების თარიღი 1.06.2016 წელი), რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით:
„ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:
„ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2011 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 176 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება)“.
შპს „-------“ (ს/ნ -------) გპაბ-ზე ერიცხება 1.01.2011 წლამდე წარმოშობილი სალდირებული დავალიანება 3 089,81 ლარის ოდენობით. 1.01.2011 წლის შემდეგ წარდგენილია 2013 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია, რის მიხედვითაც ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 11 500 ლარს, ასევე აფიქსირებს მატერიალური ფასეულობების შეძენისათვის გაწეულ ხარჯს. შესაბამისად, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები და გადამხდელს აღნიშნული მუხლით დავალიანების ჩამოწერაზე ეთქვა უარი.
გადამხდელის განმარტებით, 2013 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია შეცდომით და ერთობლივ შემოსავალში შეტანილი აქვს დაყადაღებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემების მიხედვით ქონებისა და მიწის (არასასოფლო) გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათებზე 31.01.2013 წლის სავადო თარიღით დასკვნით ქონების მიქცევა შემცირებულია გადასახადი სულ 11 500 ლარი (ქონების გადასახადში - 9 467,83 ლარი, ქონების (მიწის (არასასოფლო)) გადასახადში 2 032,17 ლარი).
შპს „-------“ (ს/ნ -------) 28.11.2016 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 25 485,42 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 14 892,48 ლარი, საურავი 10 592,94 ლარი.
შპს „-------“ (ს/ნ -------) 2016 წლის 8.11.2016 წლის №ID:------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დავალიანების ჩამოწერაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილია 2013 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია, რომლითაც ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩამოწერის წინაპირობა, შესაბამისად მომსახურების დეპარტამენტის უარი დავალიანების ჩამოწერაზე მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
11.01.2017 წლის საჩივარში მითითებულია შემდეგი:
2013 წელს წარდგენილი მოგების დეკლარაციის მე-15 გრაფაში შეცდომით ჩაწერილია 11 500 ლარი, სინამდვილეში შემოსავალი არ ჰქონია, ეს იყო 2011 წელს დაყადაღებული ქონების 2013 წლის აუქციონზე გაყიდული ქონების ღირებულება, როგორც ცნობილია მათ ანგარიშზე არანაირად არ შეიძლებოდა მოხვედრილიყო ის თანხები, რადგან პირდაპირ ხაზინის ანგარიშზე აღირიცხებოდა. შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ბალანსიდან ამოღებულია ხსენებული ქონება ჩამოწერის მიზნით, აღნიშნულზე წარდგენილია ყველა დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში. განხილვისას საბჭოს ყველა წევრისათვის ცნობილი გახდა მათი შეცდომის მიზეზი, თუმცა მათ არ მიუთითეს, რომ შეიძლებოდა 2013 წლის დეკლარაციაში შესწორების შეტანა, აღნიშნული მათთვის ცნობილი გახდა 29.12.2016 წელს, 12.12.2016 წლის №35610 ბრძანების გაცნობის შემდეგ, თუმცა მცდელობა შესწორებული დეკლარაცია წარედგინა ელექტრონულად, ფუჭი აღმოჩნდა, დეკლარაციას შემოსავლების სამსახური არ იღებს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურს მიიღოს 2013 წლის შესწორებული დეკლარაცია და საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურის ხელახლა განსახილველად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2011 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება).
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „ა1 “ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:
ა) აღიარებული, 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება); საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესი გამოიყენება 2021 წლის 1 იანვრამდე.
ა1) აღიარებული, 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება).
------- სააპელაციო სასამართლოს 28.04.2021 წლის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქმეში არსებული მასალით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სს ------- 2013 წლის დეკლარაცია წარადგინა იმ მონაცემებით რა აქტივებიც ფაქტობრივად სააქციო საზოგადოებას არ განუხორციელებია, სს „-------“ 2001 წლის შემდგომ ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია ანუ შეცდომით წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას (სს -------) საერთოდ არ ჰქონდა მისი აქტივებიდან გამომდინარე დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, რაც უნდა გაითვალისწინოს ადმინისტრაციულმა ორგანომ. ამასთან ადმინისტრაციულმა ორგანომ სს ------- საჩივრის განხილვისას მხედველობაში უნდა მიიღოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის დანაწესი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილების შესაბამისად მოსარჩელისთვის დარიცხული თანხების კორექტირებასა და გამოანგარიშებაზე მოპასუხე შემოსავლების სამსახურმა უნდა იმსჯელოს სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების შეფასების გათვალისწინებით“.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების შეფასების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.12.2016 წლის №35610 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 28.04.2021 წლის (საქმე №080310017001867412 (3/ბ-491-2020წ.)) გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავალიანების ჩამოწერაზე უარის თქმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადი გადამხდელმა მიმართა მომსახურების დეპარტამენტს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით, რომლის პასუხად გადასახადის გადამხდელს წარედგინა გადაწყვეტილება, რომლითაც ეცნობა, რომ კომპანიის მიერ 1.01.2011 წლის შემდგომი პერიოდისათვის საგადასახადო ორგანოში წარდგენილია 2013 წლის მოგების დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია, აღნიშნულიდან გამომდინარე პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ვერ განხორციელდება.
გადაწყვეტილება
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების შეფასების გათვალისწინებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(37-ა)