N 494 - 31/12/2024 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 31.12.2024
№ დოკუმენტი 494
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №494

2024 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 33, 31/03/2010, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 1561 გრაფა:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1736633288099 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„1561

სეს ესნ-ის 7214 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებული არმატურის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება (გარდა არმატურაზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევისა)

1 ტონა – 420 ლარი.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 25 იანვარს და ძალაშია 2026 წლის 1 სექტემბრამდე.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №384 - ვებგვერდი, 29.08.2025წ.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 27.02.2026წ.

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი კობახიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე