დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობა (მიაწოდა მაგრამ არ მოახდინა არც დეკლარირება და არც აღრიცხვა, ფული მიღებული აქვს) N 2111

2111 დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობა (მიაწოდა მაგრამ არ მოახდინა არც დეკლარირება და არც აღრიცხვა, ფული მიღებული აქვს) 07.09.2010
№ დოკუმენტი 2111
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობა N 2111

ფაქტობრივი გარემოებები

•დადგენილია, რომ დღგ-ის გადამხდელმა საწარმომ 2007 წელს გასწია მომსახურება, რომელიც არ აღრიცხა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში, შესაბამისად არ დაბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და არ ჩართო ერთობლივ შემოსავალში

•დადგენილია, რომ აღნიშნული მომსახურების საკომპენსაციო თანხა მიიღო საწამოს ერთ-ერთმა დაქირავებულმა პირმა

შეფასება

•საწარმოს გაწეული მომსახურება უნდა დაებეგრა დღგ-ით და აესახა ერთობლივ შემოსავალში

•დაქირავებულის მიერ მიღებულ საკომპენსაციო თანხა უნდა ჩაითვალოს ხელფასის სახით განაცემად და შესაბამისად, სოციალური გაასახადით დაბეგვრის ობიექტად

•ხელფასის სახით გაცემული ანაზღაურება გამოიქვითება ერთობლივ შემოსავლიდან

ღონისძიებები

•საწარმოს:

ა) დაუკორექტირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხება კუთვნილი დღგ

ბ) გაეზრდება საშემოსავლო და სოციალური გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დაერიცხება კუთვნილი საშემოსავლო და სოციალური გადასახადი:

გ) დაუკორექტირდება დასაბეგრი მოგება (გაეზრდება ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯები)

•შესაბამის დეკალრაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე

•პირი დაჯარიმდება სსკ-ის 134-ე მუხლის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის დაუკავებლობისათვის

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით