დღგ-ის ჩათვლის კორექტირება N 1109

1109 დღგ-ის ჩათვლის კორექტირება - (ძალადაკარგული) 12.08.2010
№ დოკუმენტი 1109
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის ჩათვლის კორექტირება N 1109

ფაქტობრივი გარემოებები

•საქონელზე (მაგ: სათესლე ხორბალი, სასუქები), რომელიც გამოყენებულ იქნა დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციებში მიიღო ჩათვლა

შეფასება

•დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციაზე ჩათვლა არ უნდა განხორციელებულიყო (სსკ-ის 247-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით)

ღონისძიებები

•პირის მიერ განხორციელებული ჩათვლა უნდა გაუქმდეს იმ თვეში, რომელშიც მოხდა საქონლის გამოყენება დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციებში

•უნდა მოხდეს შესაბამის დეკლარაციაში გადასახდელი დღგ-ის თანხის დაზუსტება და ამ თანხით გამოქვითვების კორექტირება

•პირი, დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით