გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა N 2517

2517 გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა 10.05.2012
№ დოკუმენტი 2517
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა N 2517

ფაქტობრივი გარემოებები

· საქართველოს საწარმო ახორციელებს საქართველოდან უცხო ქვეყნის მიმართულებით გამავალი ტვირთების სატრანსპორტო მომსახურებას საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით

· უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ პირთან დადებული გრძელვადიანი ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე რეგულარულად ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების კაპიტალური შეკეთება (გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო შეკეთებისა) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციების დეკლარირების განხორციელების გარეშე

შეფასება

· ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელზედაც განხორციელდა კაპიტალური შეკეთება ან/და აგრეგატის მონტაჟი, უნდა ჩაითვალოს გადამუშავების პროდუქტად

· ვინაიდან სასაქონლო დეკლარაციები წარდგენილი არ არის გაფორმების ორგანოში და შეუძლებელია ვალდებულების წარმოშობის თარიღის განსაზღვრა, საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის თარიღი ჩაითვლება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის თარიღად

· სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სასაქონლო ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის საფუძვლად ჩაითვლება მომსახურების შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტებში (ინვოისი) დაფიქსირებული ღირებულება

ღონისძიებები

· პირი ექვემდებარება დაჯარიმებას სსკ-ის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად

· პირს დაერიცხება იმპორტის კუთვნილი გადასახდელები სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 10 თებერვლის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2012 წლამდე საგადასახადო პერიოდზეც.