N 390 - 11/07/2011 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 11.07.2011
№ დოკუმენტი 390
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №390

2011 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის XIX1 თავი:

„თავი XIX1

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნება

მუხლი 751. ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი (შემდგომში – ქვითარი) – უცხო ქვეყნის მოქალაქის (შემდგომში – უცხოელი) მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ამ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების საფუძველს (დანართი №III-26);

ბ) უფლებამოსილი გამყიდველი – პირი, რომელიც შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უფლებამოსილია უცხოელის მიერ შეძენილ საქონელზე გასცეს ქვითარი;

გ) ბანკი – კომერციული ბანკი, რომლის საშუალებითაც, შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხდება უცხოელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება;

დ) ელექტრონული სისტემა – მონაცემთა ავტომატიზებული ბაზა, სადაც რეგისტრირდება უცხოელის მიერ საქართველოში საქონლის შეძენის, საქონლის საზღვარზე გატანის და საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების თაობაზე მონაცემები, ასევე ინფორმაცია უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე;

ე) ელექტრონული სისტემის მომხმარებელი – უფლებამოსილი გამყიდველი, ბანკი და შემოსავლების სამსახური.

მუხლი 752. ქვითრის გაცემის უფლების მინიჭება

1. ქვითრის გაცემის უფლების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ეწევა საცალო ვაჭრობას სტაციონარულ სავაჭრო ობიექტში და წარადგენს სტაციონარული სავაჭრო ობიექტის (ობიექტების) ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად;

გ) არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება.

2. შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ქვითრის გაცემის უფლების მინიჭების თაობაზე ან წერილობით აცნობებს განმცხადებელს დასაბუთებულ უარს.

3. შემოსავლების სამსახურის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, ინფორმაცია უფლებამოსილი გამყიდველის თაობაზე, შემოსავლების სამსახურის მიერ შეიტანება ელექტრონულ სისტემაში.

4. უფლებამოსილ გამყიდველს ქვითრის გაცემის უფლება ენიჭება 12 თვის ვადით.

5. უფლებამოსილ გამყიდველს ქვითრის გაცემის უფლებამოსილება ენიჭება თითოეული სავაჭრო ობიექტის მიხედვით.

მუხლი 753. უფლებამოსილი გამყიდველის ვალდებულებები

1. უფლებამოსილი გამყიდველი ვალდებულია:

ა) არ გასცეს ქვითარი იმ საქონელზე, რომელზეც არაა ნებადართული გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება;

ბ) არ გასცეს ქვითარი საქონელზე, თუ მისი ჯამური ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით არ აღემატება 200 ლარს;

გ) შეძენილი საქონელი შეფუთოს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით;

დ) განუმარტოს მყიდველს შეძენილ საქონელზე დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი და პირობები;

ე) სავაჭრო ობიექტის წინა ფასადზე თვალსაჩინოდ ჰქონდეს გამოკრული ფირნიში მინიშნებით – „გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა - TAX FREE SHOPPING“;

ვ) ელექტრონულ სისტემაში შეიტანოს მონაცემები უცხოელისა და მის მიერ შეძენილი საქონლის შესახებ;

ზ) ქვითარი შეავსოს ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ამ თავით გათვალისწინებული ვალდებულებების სამჯერ დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილ გამყიდველს უუქმდება ქვითრის გაცემის უფლება.

3. ქვითრის გაცემის უფლების გაუქმებიდან 1 თვის შემდეგ, პირი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურს განმეორებით მიმართოს ქვითრის გაცემის უფლების მისაღებად.

მუხლი 754. უცხოელის მიერ საქონლის შეძენა

1. უცხოელის მიერ უფლებამოსილი გამყიდველის სავაჭრო ობიექტში ერთი ქვითრის მიხედვით 200 ლარზე მეტი ჯამური ღირებულების (დღგ-ის გარეშე) საქონლის შეძენის შემთხვევაში, გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნებისათვის ქვითრის გაცემის მიზნით, უფლებამოსილ გამყიდველს უნდა წარედგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. უფლებამოსილ გამყიდველთან შეძენილი საქონელი გამყიდველის მიერ თავსდება სპეციალურ შეფუთვაში და ილუქება.

3. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ უცხოელისა და შეძენილი საქონლის შესახებ მონაცემები შეიტანება ელექტრონულ სისტემაში.

4. უცხოელის მოთხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილი გამყიდველი გასცემს ქვითარს.

5. ქვითრის არასწორად შევსების შემთხვევაში, უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოიწერება ახალი ქვითარი, ხოლო არასწორად შევსებული ქვითრის შესახებ მონაცემები აისახება ელექტრონულ სისტემაში.

6. შეფუთული საქონელი გახსნას ექვემდებარება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ თანხის დაბრუნებაზე დასტურის მიღების შემდეგ.

მუხლი 755. დღგ-ის თანხის დაბრუნება

1. დღგ-ის თანხა დაბრუნებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) უცხოელის მიერ საქონლის შეძენიდან გასული არ არის 3 თვე;

ბ) შეძენილი საქონლის ჯამური ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე);

გ) საქონელი შეძენილია უფლებამოსილ გამყიდველთან;

დ) ერთი ქვითრის მიხედვით შეძენილი საქონელი უცხოელის მიერ სრულად გაიტანება საქართველოდან ბარგის ან ხელბარგის სახით;

ე) შეძენილი საქონელი შეფუთულია შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

2. უფლებამოსილი გამყიდველის მიერ ქვითარი არ გამოიწერება და, შესაბამისად, გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება:

ა) მალფუჭებად საქონელზე;

ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე;

გ) ოქროზე, რომლის მასა აღემატება 125 გრამს და რომელიც წარმოდგენილი არ არის სამკაულის (ნაკეთობის) სახით;

დ) ძვირფას ქვებზე;

ე) საქონელზე, რომლის გატანა საქართველოს ტერიტორიიდან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას;

ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონლზე.

3. გადახდილი დღგ-ის თანხა შესაძლებელია დაუბრუნდეს მხოლოდ ქვითარში მითითებულ პირს.

4. უცხოელს უბრუნდება გადახდილი დღგ-ის თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვითარში დაფიქსირებული საქონელი სრულად გაიტანება საქართველოს ტერიტორიიდან. სხვა შემთხვევაში გადახდილი დღგ-ის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მუხლი 756. დღგ-ის თანხის დაბრუნების წესი

1. დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთამდე და საპასპორტო კონტროლის გავლამდე, უცხოელი უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილ ქვითარს წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს, რომელიც ქვითრის უნიკალური ნომრის მიხედვით ამოწმებს მონაცემების სისწორეს ელექტრონულ სისტემაში. ცალკეულ შემთხვევაში, რისკის მართვის სისტემის საფუძველზე შესაძლებელია შემოწმდეს შეძენილი საქონელი.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ამ ინსტრუქციის 755 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი ბეჭდით ამოწმებს უცხოელის მიერ წარდგენილ ქვითარს და შესაბამის მონაცემებს ასახავს ელექტრონულ სისტემაში.

3. ამ ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი უარს ეუბნება უცხოელს დღგ-ის თანხის დაბრუნებაზე.

4. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთამდე უცხოელი უფლებამოსილია დაიბრუნოს საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა.

5. უცხოელის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება ბანკის მიერ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

6. ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენელი, უცხოელის მიერ წარდგენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ქვითრის საფუძველზე, ელექტრონულ სისტემაში ამოწმებს ინფორმაციას შეძენილ საქონელზე.

7. უცხოელისათვის დასაბრუნებელ დღგ-ის თანხას აკლდება ბანკის მიერ გაწეული მომსახურების საკომისიო.

8. უნაღდო ანგარიშსწორებისას უცხოელს გადახდილი დღგ-ის თანხა უბრუნდება ქვეყნის დატოვებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში – უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ქვითრის წარდგენისთანავე.

 

დანართი: №III-26

წინა მხარე

 

#assignedTableId-1675413215731 {margin-left: 21.9pt; margin: 0 auto !important; }გაცემის თარიღი/ Date:

კლიენტის მონაცემები/ Client Data

 

სავაჭრო ობიექტისსახელწოდება/ Store name:

სახელი, გვარი/Name:

 

მისამართი/address:

პასპორტის ნომერი/Passport Number:

 

შეფუთვისრაოდენობა / Number of packets:

მისამართი/Address:

 

გაბარიტული საქონელი/ Over-sized good:

მოქალაქეობა/Citizenship:

 

საქონლის დეტალები/ Product details:

 

#assignedTableId-1675413233464 {margin-left: 21.9pt; margin: 0 auto !important; }საქონლის დახასიათება / Product description

რაოდენობა / Qty

ჯამური ღირებულება / Total price

დასაბრუნებელი დღგ/

VAT Refund

 

დღგ/ VAT

 

ბანკის საკომისიო/Bank Fee

 

დასაბრუნებელი დღგსულ / Total VAT Refund

 

შემოსავლების სამსახურისაღნიშვნებისათვის

 

მაღაზიისუფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ბეჭედი / Store Authorised Person’s Signature, Stamp:

მყიდველის ხელმოწერა/Buyer’s Signature:

შემოსავლების სამსახურისუფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ბეჭედი /

RevenueService Authorised Person’s Signature, Stamp:

 

გაფრთხილება! Warning!

თქვენ უარს გეტყვიან დღგ-ის თანხის დაბრუნებაზე თუ არ აკმაყოფილებთ შესაბამის პირობებს / You will be denied refund if you do not meet terms & conditions; აკრძალულია მესამე პირისთვის საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის გადაცემა მას შემდეგ, რაც მიიღებთ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის ბეჭდიან ქვითარს / It is prohibited to pass goods to the third party on the Georgian territory once you have obtained the stamped receipt by responsible person of Revenue Service

 

#assignedTableId-1675413254126 {width: 484pt; margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; }უკანა მხარე

 

პირობები

იმისთვის რომ უფლებაგქონდეთ მოითხოვოთ გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება, უნდა იყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქე;

დღგ-ის თანხის დაბრუნებისმოთხოვნა შეიძლება საქონელზე და არა მომსახურებაზე;

საქონელი უნდა შეიძინოთიმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემისუფლება და საქონლის მიწოდება უნდა იბეგრებოდეს დღგ-თი;

შესყიდვის ღირებულებაუნდა აღემატებოდეს 200 ლარს ერთი ქვითრის მიხედვით;

ნაყიდი საქონელიუნდა იყოს განკუთვნილი ქვეყნიდან გასატანად;

დღგ-ის თანხის დაბრუნებასარ ექვემდებარება მალფუჭებადი საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, ოქრო (რომლის მასაცაღემატება 125 გრამს და რომელიც არ არის წარმოდგენილი სამკაულის (ნაკეთობის) სახით),ძვირფასი ქვები, საქონელი, რომლის გატანა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას,საქართველოს კანონმდებობით დღგ-ისაგან გათავისუფლებულისაქონელი;

საქონლის გატანაუნდა მოხდეს ყიდვიდან არა უგვიანეს სამი თვისა;

საქონელი უნდა იყოსმოთავსებული სპეციალურ დალუქულ

პარკში, რომელშიცგამყიდველი ჩადებს საქონელს და ლუქის სიმრთელე უნდა იყოს შენარჩუნებული;

თქვენ უნდა იქონიოთდღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი;

დღგ-ის თანხის დაბრუნებისსპეციალურ ქვითარში ასახული საქონელი სრულად უნდა იქნეს გატანილი საქართველოს ტერიტორიიდან.

როგორ მოითხოვოთდღგ

ვიდრე ჩააბარებთბარგს, მიაკითხეთ ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შესაბამის ოფისს ქვეყნიდანგასვლის ბოლო პორტალში და წარუდგინეთ შემოსავლების სამსახურის უფლებამოისლ პირს(ოფიცერს) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი, პასპორტი და ბილეთი;

ხელთ გქონდეთ ნივთები,რომლებზეც დღგ-ის ითხოვთ, ვინაიდან ოფიცერს აქვს უფლება ფიზიკურად დაათვალიეროს ისინი;

ოფიცერი ბეჭედსდაარტყამს ქვითარს დასტურის ნიშნად და ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ ბარგიდა გაიაროთ საპასპორტო კონტროლი;

თქვენ შეგიძლიათნაღდი ფულის სახით ანაზღაურების მიღება ბანკში მას შემდეგ, რაც გაივლით საპასპორტოკონტროლს ან მოითხოვოთ თანხის გადარიცხვა თქვენს ანგარიშზე, რომელიც დაგიბრუნდებათარა უგვიანეს 30 დღისა.

 

Terms &Conditions

 

In order to be eligible for VAT refund, you have to be aforeign citizen;

 

VAT can beclaimed only on goods and not on services;

You must havepurchased item from the store with the right to issue VAT refund check andthe item must be subject to VAT;

Value ofpurchase must be above 200 GEL per receipt;

Item you havepurchased has to be intended for export;

VAT Refund doesnot apply to perishables, transport means, gold (weighing more than 125gram and that is not presented as jewelry), precious stones, productsrequiring special licenses and permits for export, VAT exempted goods according to GeorgianLegislation;

Item has to beexported within maximum three months from the date of purchase;

Item has to beretained in the special sealed plastic bag, in which the sale assistantplaces your purchase and the integrity of seal must be maintained;

You must havespecial VAT refund receipt with you;

All goodspresented into special VAT refund receipt must be exported out of Georgia.

 

How to Claim

Before youcheck in your luggage, visit desk of Economic Border Protection DepartmentOffice at your lastport of departure from the country and present your VAT forms, passport andticket to the customs officer;

Have items, onwhich you are claiming VAT refund, handy as the customs officer has right tophysically check them;

The officerwill stamp the receipt as the sign of approval and afterwards you can proceedwith checking in your luggage and go through the immigration;

You can obtaincash refund in the bank after you have passed immigration or you can ask totransfer money on your personal account (money will be transferred within 30days).

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

დ . გვინდაძე