N 2578-XIმს-Xმპ - 09/02/2023 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ და „ჭ“ ქვეპუნქტები:
„წ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო შესყიდვების სააგენტოს – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;
ჭ) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4427 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,9 თებერვალი 2023 წ.
N2578-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე