დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გაუქმება N 1167
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გაუქმება N 1167
ფაქტობრივი გარემოებები
· 2011 წლის 25 აპრილს პირმა საგადასახადო ორგანოს მიმართა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, რომელიც მისივე განცხადებით დაუდგა 2011 წლის 20 თებერვალს.
· რეგისტრაციის გავლის შემდგომ პირმა წარადგინა რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებზე დღგ-ს დეკლარაციები, სადაც სავალდებულო რეგისტრაციამდე საქონელზე/მომსახურებაზე გამოწერილი საფ-ებით მიიღო დღგ-ის ჩათვლები, ასევე მის მიერ განხორციელებული ოპერაციები დაბეგრილი აქვს დღგ-ით.
· საგადასახადო ორგანოს მიერ დადგინდა, რომ გადამხდელი ახორციელებდა სსკ-ის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ (ჩათვლის უფლებით დღგ-საგან გათავისუფლებულ) ოპერაციებს. აღნიშნულის გათვალისწინებით პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება არ გააჩნდა
· პირის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მისი სავალდებულო რეგისტრაციაზე დადგომა გამოწვეული იყო არცოდნით და სურს სსკ-ის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი ნორმით სარგებლობა, შესაბამისად ითხოვს დღგ-ის რეგისტრაციიდან მოხსნას
შეფასება
· პირს უნდა გაუუქმდეს დღგ-ის რეგისტრაცია, შესაბამისად 2011 წლის 25 აპრილამდე პერიოდში განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე დარიცხული დღგ და მიღებული დღგ-ის ჩათვლები ექვემდებარება გაუქმებას, ამასთან იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულ დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ჰქონდა ანგარიშ-ფაქტურები, უნდა მოახდინოს მათი კორექტირება სსკ-ის 179-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ღონისძიებები
· პირის მიმართ საგადასახადო სამართალდარღვევის ღონისძიებები არ გატარდება
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 16 დეკემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლიდან საგადასახადო პერიოდებზე
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით