შეღავათები სოფლის მეურნეობის სფეროში, 2017 წლამდე მიღებული მოგების განაწილება N 2613
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
შეღავათები სოფლის მეურნეობის სფეროში, 2017 წლამდე მიღებული მოგების განაწილება N 2613
ფაქტობრივი გარემოებები
· 2017 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულმა საწარმომ საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მიწოდებით 2016 წელს მიიღო შემოსავალი 199 000 ლარი, საიდანაც მიღებულმა დასაბეგრმა და გასანაწილებელმა მოგებამ შეადგინა120 000 ლარი. საწარმომ ისარგებლა სსკ-ის (2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) 99-ე მუხლით დადგენილი შეღავათით და არ დაბეგრა მიღებული მოგება. 2016 წელს მიღებული მოგება არ განაწილებულა პარტნიორებზე. 2017 წელს საწარმომ ამავე საქმიანობით მიიღო შემოსავალი 350 000 ლარი. ამავე წლის 31 დეკემბერს საწარმომ პარტნიორ ფიზიკურ პირებზე გაანაწილა 2016 წელს მიღებული მოგება.
· გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამ მუხლის მიზნებისთვის შეღავათის უფლების არსებობა უნდა დადგინდეს ყოველ კალენდარულ წელს მიღებული მოგებისათვის ცალ-ცალკე.
· იმის გათვალისწინებით, რომ შეღავათის უფლების არსებობა უნდა დადგინდეს ყოველ კალენდარულ წელს მიღებული მოგებისათვის ცალ-ცალკე, საწარმოს უფლება აქვს, 2016 წელს მიღებული მოგების 2017 წელს განაწილებისას ისარგებლოს სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს 2017 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი აღემატებოდა 200 000 ლარს.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვე ვა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც საწარმო მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით