N 436 - 23/12/2024 - „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 23.12.2024
№ დოკუმენტი 436
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №436

2024 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის

2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში (სსმ, №172, 31/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №5-ს („შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში“) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 006-2016-ის“ 41.2 ჯგუფით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მომსახურების, 42-ე განყოფილებით გათვალისწინებული სამოქალაქო მშენებლობის მომსახურების ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, თუ აღნიშნული მომსახურების მიმღებს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან.

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე