ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდია
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
#assignedTableId-1674197597056 {width: 486.25pt; border: none; margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }წევრი სახელმწიფო
ბელგია
საქმის ნომერი
C-184/00
მხარეები
ASBLOffice des Produits Wallons v. Belgian State
თარიღი
22/11/2001
სამართლებრივი
საფუძველი
1977 წლის 17 მაისის დღგ-ის მე-6 დირექტივის მე-11ამუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის 73-ე მუხლი)
საქართველოსსაგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმები
164-ე მუხლის1-ლი ნაწილი
ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდია
ფაქტობრივი გარემოება
Office des Produits Wallons (შემდეგში ორგანიზაცია) არის კერძო არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეკლამირებასა და რეალიზაციას. კერძოდ, იგი პასუხისმგებელია ოთხი ტიპის საქმიანობაზე: კატალოგის გამოცემა; ჟურნალის გამოცემა; ადგილობრივი ოფისების მართვა; ადგილობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა. ამ საქმიანობისთვის ადგილობრივ თვითმმართველობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ორგანიზაცია სარგებლობს ყოველწლიური სუბსიდიით. ამავე შეთანხმებით გათვალისწინებულია „ნებადართული ხარჯები“, რომელიც მოიცავს პერსონალის ანაზღაურების, შენობების დაქირავების, საჭირო აღჭურვილობისა და მარაგის მოპოვების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვისა და ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ ორგანიზაციას მიღებულ სუბსიდიაზე დღგ არ გადაუხდია, შესაბამისად განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირება და ორგანიზაციას წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც საბოლოოდ გასაჩივრებულ იქნა ეროვნულ სასამართლოში. დავის მხარეები თანხმდებიან, რომ დღგ-ით დასაბეგრი თანხა სუბსიდიას მოიცავს იმ შემთხვევაში, თუ დგინდება მისი პირდაპირი კავშირი ფასთან, ანუ როდესაც სუბსიდია:
1.გადახდილია საქონლისა და მომსახურების მწარმოებელზე ან მომწოდებელზე;
2.გადახდილია მესამე მხარის მიერ;
3.წარმოადგენს საქონლისა და მომსახურების ანაზღაურებას ან ამ ანაზღაურების ნაწილს.
ორგანიზაციის მტკიცებით, მის მიერ მიღებული სუბსიდია ინდივიდუალურ დასაბეგრ ოპერაციასთან არ არის დაკავშირებული, ის მხოლოდ არაპირდაპირ ახდენს ფასზე გავლენას და ამიტომ დღგ-ით დაბეგვრას არ უნდა დაექვემდებაროს. დავის გადაწყვეტის მიზნით ეროვნულმა სასამართლომ მიმართა ევროპის სასამართლოს.
დასმული კითხვა
როგორ შეიძლება განიმარტოს დირექტივის 73-ე მუხლით გათვალისწინებული „სუბსიდია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ფასთან“? კერძოდ, შედის თუ არა საოპერაციო სუბსიდია დღგ-ით დასაბეგრ თანხაში?
სასამართლოს გადაწყვეტილება
2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის 73-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა შეიძლება მოიცავდეს ყველაფერს, რაც წარმოადგენს მყიდველისგან, მომხმარებლისგან ან მესამე მხარისგან მიღებულ ან მისაღებ ანაზღაურებას, მათ შორის ფასთან პირდაპირ დაკავშირებულ სუბსიდიას.
საოპერაციო სუბსიდია ყოველთვის ახდენს გავლენას სუბსიდირებული ორგანოს მიერ მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ფასზე, თუმცა სუბსიდიის დაბეგვრისთვის ეს ფაქტი საკმარისი არ არის. სუბსიდია რომ პირდაპირ დაკავშირებული იყოს ფასთან, აუცილებელია ის გადახდილი იყოს სუბსიდირებული ორგანოს მიერ საქონლისა და მომსახურების მიწოდების მიზნით.
აუცილებელია ადრეულ ეტაპზე იქნას გარკვეული, რომ საქონლისა და მომსახურების მყიდველები სარგებელს მიიღებენ ბენეფიციარზე გაცემული სუბსიდიიდან. მყიდველის მიერ გადასახდელი ფასი ისე უნდა იყოს დაწესებული, რომ მცირდებოდეს სუბსიდიის პროპორციულად. გამყიდველს სუბსიდია ეძლევა იმისთვის, რომ მას საშუალება ჰქონდეს საქონელი და მომსახურება გაყიდოს უფრო დაბალ ფასად.
დღგ-ით დასაბეგრი მხოლოდ სუბსიდიის ის ნაწილია, რომელიც იდენტიფიცირდება, როგორც მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ანაზღაურების ნაწილი.
ამდენად, საქონლის ფასსა და სუბსიდიას შორის კავშირის დასადგენად, ეროვნულმა სასამართლომ უნდა შეადაროს სუბსიდიის შემდგომ დაწესებული ფასი სუბსიდიის დაწესებამდე არსებულ ფასს.
დირექტივის 73-ე მუხლის თანახმად, სუბსიდია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ფასთან უნდა განიმარტოს, როგორც სუბსიდია, რომელიც შეიცავს საქონლისა და მომსახურების ანაზღაურების ნაწილს და რომელიც გადახდილია მესამე მხარის მიერ. ამდენად, ეროვნულმა სასამართლომ მის წინაშე არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე უნდა დაადგინოს წარმოადგენს თუ არა სუბსიდია საქონლისა და მომსახურების ანაზღაურების ნაწილს.