ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმის და წესის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება № 13017
12.06.2023
ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო-მატერიალური
ფასეულობების მიმართ საქონლის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმის და
წესის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 271 მუხლის პირველი პუნქტის და 112-ე მუხლის 64-ე პუნქტი საფუძველზე,ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „ხე-ტყის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმა და წესი“ N1 დანართის შესაბამისად.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 15 ივნისიდან.
ლევან კაკავა
სამსახურის უფროსი
დანართი N1
ხე-ტყის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმა და წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ხე-ტყის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვას.
2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის:
ა) ხე-ტყის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვა გულისხმობს, ხე-ტყის თაობაზე სამეურნეო ოპერაციების ასახვას ამავე დოკუმენტით განსაზღვრული ფორმითა და წესით;
ბ) ხე-ტყე არის ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონელი;
გ) ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (შემდეგში - ზედნადები) არის ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ფორმის დოკუმენტი.
მუხლი 2. ხე-ტყის საწყისი ნაშთების შესახებ შეტყობინება
1. ხე-ტყის საწყისი ნაშთების შესახებ შეტყობინება (შემდეგში - საწყისი ნაშთების შეტყობინება) არის №I-01 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ ივსება:
ა) 2023 წლის 15 ივნისის მდგომარეობით, პირის საკუთრებაში არსებული ნაშთად რიცხული ხეტყის შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენის მიზნით;
ბ) ხე-ტყის იმპორტისას - შესაბამისი დოკუმენტაციით გათვალისწინებული დასაწყობების ადგილიდან ტრანსპორტირების ან მიწოდების განხორციელებამდე;
გ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე/მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის საკუთრებაში მიღებისას;
დ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, სასამართლოს განკარგულების საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის საკუთრებაში მიღებისას.
2. საწყისი ნაშთების შეტყობინება ივსება შემდეგი წესით:
ა) პირველ, მე-2 და მე-3 სვეტებში, სათანადო შესაბამისობით, მიეთითება ხე-ტყის საკუთრებაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, ნომერი და თარიღი;
ბ) მე-4 სვეტში მიეთითება დასაწყობების მისამართი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ხე-ტყის ფაქტობრივი განთავსების ადგილს (ტერიტორიას);
გ) მე-5 და მე-6 სვეტებში, სათანადო შესაბამისობით, მიეთითება ხე-ტყის მომწოდებლის ან სახერხი საამქროს საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი, აგრეთვე, შესაბამისი პირის დასახელება ან სახელი და გვარი;
დ) მე-7 და მე-8 სვეტებში, სათანადო შესაბამისობით, მიეთითება ადგილწარმოშობის ცნობის გამცემი მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და მუნიციპალიტეტის დასახელება. აღნიშნული ველი ივსება იმ შემთხვევაში თუ პირველ სვეტში მითითებული დოკუმენტი ადგილწარმოშობის ცნობაა;
ე) მე-9, მე-10 და მე-11 სვეტებში, სათანადო შესაბამისობით, მიეთითება ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, ნომერი და თარიღი;
შენიშვნა: თუ საწყისი ნაშთების შეტყობინების მე-9 სვეტში მითითებულია თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე/მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება, საწყისი ნაშთების შეტყობინებას უნდა დაერთოს შესაბამისად:
ა) თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე/მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება.
ვ) მე-12 სვეტში მიეთითება ფირნიშის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) მე-13 და მე-14 სვეტებში, სათანადო შესაბამისობით, მიეთითება გადასახადის გადამხდელთან ნაშთად რიცხული ხე-ტყის შესაბამისი დასახელება და სახეობა;
თ) მე-15 სვეტში მიეთითება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელთან ხე-ტყის ნაშთად რიცხული რაოდენობის შესახებ, მ3 -ში;
ი) მე-16 სვეტში მიეთითება შენიშვნა, ასეთის არსებობის/საჭიროების შემთხვევაში.
3. საწყისი ნაშთების შეტყობინებაში შეტანილი მონაცემები ექვემდებარება საწყისი ნაშთების შესახებ რეესტრში დამატებას და შემდეგ გადაგზავნას ხე-ტყის ელექტრონულ ჟურნალში.
4. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია საწყისი ნაშთების შეტყობინების ელექტრონულ ჟურნალში გადაგზავნამდე მოახდინოს შეტყობინების წაშლა ან მასში შეტანილი მონაცემების ცვლილება.
5. თუ საწყისი ნაშთების შეტყობინების საფუძველზე ჯერ არ არის გამოწერილი სასაქონლო შეტყობინება, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს საწყისი ნაშთების შეტყობინების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების ცვლილება.
მუხლი 3. ხე-ტყის სასაქონლო შეტყობინება
1. ხე-ტყის სასაქონლო შეტყობინება (შემდეგში - სასაქონლო შეტყობინება) არის №I-02 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოიწერება:
ა) ელექტრონულ ჟურნალში აღრიცხული ხე-ტყის ნაშთის ნებისმიერი საფუძვლით შემცირებისას, შესაბამისი ოპერაციის განხორციელებამდე;
ბ) ხე-ტყის შიდა გადაზიდვის დროს, ტრანსპორტირების დაწყებამდე.
2. სასაქონლო შეტყობინების გამოწერა შესაძლებელია ხე-ტყის ელექტრონულ ჟურნალში აღრიცხული ნაშთ(ებ)ის ფარგლებში. ამასთან, ერთ სასაქონლო შეტყობინებაში შესაძლებელია მიეთითოს მხოლოდ ერთ დასაწყობების ადგილზე არსებული ხე-ტყის შესახებ ინფორმაცია.
3. სასაქონლო შეტყობინების მიღების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განახორციელოს რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის შექმნის გზით.
4. სასაქონლო შეტყობინება ივსება შემდეგი წესით:
ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად მიეთითება შეტყობინების ნომერი;
ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება სასაქონლო შეტყობინების შექმნის თარიღი;
გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება სასაქონლო შეტყობინების გადაგზავნის თარიღი;
დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება სასაქონლო შეტყობინების დადასტურების ან უარყოფის თარიღი;
ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება სასაქონლო შეტყობინების გაუქმების თარიღი;
ვ) მე-6 სტრიქონში მიეთითება სასაქონლო შეტყობინების ,,მიღების“ ან ,,უარყოფის“ თარიღი;
ზ) მე-7 სტრიქონში მიეთითება სასაქონლო შეტყობინების რედაქტირების თარიღი;
თ) მე-8 სტრიქონში მიეთითება შეტყობინების ტიპი:
თ.ა) ტრანსპორტირებით;
თ.ბ) ტრანსპორტირების გარეშე;
თ.გ) რეალიზაცია არამეწარმე ფიზიკურ პირზე;
თ.დ) შიდა გადაზიდვა;
თ.ე) სახერხ საამქროში შეტანა;
თ.ვ) უკან დაბრუნება;
თ.ზ) დანაკლისი;
თ.თ) ექსპორტი;
თ.ი) წარმოება;
თ.კ) სხვა გარემოება;
ი) მე-9 სტრიქონში მიეთითება სხვა გარემოების შინაარსი;
კ) მე-10 სტრიქონში მიეთითება გამყიდველის დასახელება ან სახელი და გვარი, ასევე შესაბამისი საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი;
ლ) მე-11 სტრიქონში მიეთითება მყიდველის ან სახერხი საამქროს დასახელება ან სახელი და გვარი, ასევე შესაბამისი საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი;
მ) მე-12 სტრიქონში მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების მისამართი;
ნ) მე-13 სტრიქონში მიეთითება ტრანსპორტირების დასრულების მისამართი;
შენიშვნა: ტრანსპორტირების დასრულების ადგილი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი პირის საინფორმაციო ბარათში დაფიქსირებული ობიექტების მისამართებიდან ერთ-ერთს.
ო) მე-14 სვეტში მიეთითება იმ შეტყობინების ნომერი, რომლის საფუძველზეც ხდება სასაქონლო შეტყობინების გამოწერა;
პ) მე-15 სვეტში მიეთითება ხე-ტყის დასახელება;
ჟ) მე-16 სვეტში მიეთითება ხე-ტყის სახეობა;
რ) მე-17 სვეტში მიეთითება ხე-ტყის რაოდენობა მ 3 -ში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ელექტრონულ ჟურნალში ნაშთად დარჩენილ რაოდენობას კონკრეტული დასაწყობების მისამართის და წარმოშობის დოკუმენტის მიხედვით;
ს) მე-18 სვეტში მიეთითება ხე-ტყის წარმოშობის შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, ნომერი და თარიღი;
ტ) მე-19 სვეტში მიეთითება ფირნიშის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
უ) მე-20 სვეტში მიეთითება შენიშვნა, ასეთის არსებობის/საჭიროების შემთხვევაში.
5. სასაქონლო შეტყობინება ექვემდებარება დადასტურებას ან უარყოფას შემდგი წესით: თუ სასაქონლო შეტყობინების ტიპი არის ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების გარეშე ან უკან დაბრუნება, სასაქონლო შეტყობინება ექვემდებარება დადასტურებას ან უარყოფას მიმღების მიერ, ხოლო თუ სასაქონლო შეტყობინების ტიპი არის რეალიზაცია არამეწარმე ფიზიკურ პირზე, შიდა გადაზიდვა, სახერხ საამქროში შეტანა, დანაკლისი, ექსპორტი, წარმოება და სხვა გარემოება, სასაქონლო შეტყობინება დასტურდება ავტომატურად.
6. თუ სასაქონლო შეტყობინების ტიპი არის რეალიზაცია არამეწარმე ფიზიკურ პირზე, შიდა გადაზიდვა, სახერხ საამქროში შეტანა, დანაკლისი, ექსპორტი, წარმოება და სხვა გარემოება, სასაქონლო შეტყობინება ექვემდებარება დასრულებას გამომწერის მიერ.
7. თუ სასაქონლო შეტყობინების ტიპი არის ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების გარეშე ან უკან დაბრუნება, ოპერაციის დასრულების შემდეგ სასაქონლო შეტყობინება ექვემდებარება მიღებას ან უარყოფას მიმღების მიერ.
8. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია სასაქონლო შეტყობინების დადასტურებამდე მოახდინოს სასაქონლო შეტყობინებაში მითითებული მონაცემების წაშლა და ცვლილება.
9. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს დადასტურებული სასაქონლო შეტყობინების გაუქმება და მასში შეტანილი მონაცემების ცვლილება, გარდა ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10. თუ სასაქონლო შეტყობინების ტიპი არის რეალიზაცია არამეწარმე ფიზიკურ პირზე, შიდა გადაზიდვა, სახერხ საამქროში შეტანა, დანაკლისი, ექსპორტი, წარმოება ან სხვა გარემოება, სასაქონლო შეტყობინება დასრულების შემდეგ ცვლილებას ან გაუქმებას არ ექვემდებარება.
11. თუ სასაქონლო შეტყობინების ტიპი არის ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების გარეშე ან უკან დაბრუნება, სასაქონლო შეტყობინება გაუქმებას ან ცვლილებას ექვემდებარება მიმღების მიერ აღნიშნული სასაქონლო შეტყობინების მიღებამდე.
12. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ხე-ტყის ზედნადების გამოწერა განახორციელოს სასაქონლო შეტყობინების საფუძველზე. კერძოდ, თუ სასაქონლო შეტყობინების ტიპი არის ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების გარეშე, უკან დაბრუნება, შიდა გადაზიდვა, სახერხ საამქროში შეტანა ან ექსპორტი, სასაქონლო შეტყობინების დადასტურების შემდეგ ხე-ტყის ზედნადები ექვემდებარება გამოწერას სასაქონლო შეტყობინების გამომწერის მიერ, ელექტრონულ ჟურნალში არსებული ნაშთის ფარგლებში.
მუხლი 4. ხე-ტყის აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალი
1. ხე-ტყის აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალი (შემდეგში – ელ. ჟურნალი) არის NI-03 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის ელექტრონული დოკუმენტი, რომელშიც აისახება ხე-ტყის მოძრაობის და ნაშთების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი დოკუმენტების და დასაწყობების მისამართების მიხედვით.
2. ელ. ჟურნალი ავტომატურად ივსება (ფუნქციონირებს) შემდეგი პრინციპით:
ა) პირველ სტრიქონში მითითებული ღილაკის გააქტიურებით, ელ. ჟურნალში ხორციელდება აქტიური ნაშთების შესახებ ინფორმაციის გაფილტვრა, რაშიც იგულისხმება კონკრეტული თარიღის მდგომარეობით, ხე-ტყის ნაშთების დათვალიერება შესაბამისი დოკუმენტების და დასაწყობების მისამართების ჭრილში;
ბ) მე-2 სვეტში აისახება შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი;
გ) მე-3 სვეტში აისახება ელ. ჟურნალში შესაბამისი მონაცემების ასახვის თარიღი;
დ) მე-4 სვეტში აისახება ტრანსპორტირების დაწყების ადგილი;
ე) მე-5 და მე-6 სვეტებში აისახება მომწოდებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი;
ვ) მე-7 და მე-8 სვეტებში აისახება მიმღების დასახელება და საიდენტიფიკაციო ან პირადი ნომერი;
ზ) მე-9-მე-11 სვეტებში აისახება ხე-ტყის საკუთრებაში მიღების შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, ნომერი და თარიღი;
თ) მე-12 სვეტში აისახება სასაქონლო შეტყობინების ტიპი;
ი) მე-13 სვეტში აისახება ხე-ტყის დასახელება;
კ) მე-14 სვეტში აისახება ხე-ტყის სახეობა;
ლ) მე-15-მე-17 სვეტებში აისახება ხე-ტყის წარმოშობის შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, ნომერი და თარიღი;
მ) მე-18 სვეტში აისახება ფირნიშის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ნ) მე-19 და მე-20 სვეტებში აისახება ხე-ტყის ნაშთის ზრდის და შემცირების შესახებ ინფორმაცია, მ3 -ში;
ო) 21-ე სვეტში აისახება შესაბამისი ხე-ტყის ნაშთი, მ3 -ში;
პ) 22-ე სვეტში აისახება ტრანსპორტირების დასაწყობების მისამართი