ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული მოგების დაბეგვრა N 2122
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული მოგების დაბეგვრა N 2122
ფაქტობრივი გარემოებები
•2009 წელს საფონდო ბირჟის ლისტინგში დაშვებული აქციების რეალიზაციიდან მიღებული ნამეტი საწარმოს მიერ არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით
•საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სიის შესაბამისად, ემიტენტის მიერ აქციების თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი აღემატება 25 პროცენტს (სსკ 172-ე მუხლი)
•2010 წელს დადგინდა, რომ ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული იფორმაცია არასწორია - თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი არ აღემატება 25 პროცენტს
შეფასება
•თუ დაცული იქნებოდა სსკ 172-ე მუხლის პირობა საწარმოს აქციების გაყიდვიდან მიღებული ნამეტის მოგების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება არ გააჩნდა
•შემცირებულია შემოსავლის მიმღები საწარმოს ერთობლივი შემოსავალი
•ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეული შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულება შემოსავლის მიმღებმა საწარმომ უნდა შეასრულოს ჯარიმის გარეშე
ღონისძიებები
•უნდა დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება და საწარმოს დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი
•საწარმო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის არ დაჯარიმდება (სსკ 132-ე მუხლი)
•ემიტენტის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ-ის 1422 მუხლით დადგენილი სანქცია
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით