ინდ. მეწარმის საწარმოს მიწოდება (შეღავათი ეხება ინდ. მეწარმესაც) N 1151
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ინდ. მეწარმის მიერ საწარმოს მიწოდება N 1151
ფაქტობრივი გარემოებები
•ინდ. მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ საწარმოს მიაწოდა უალკოჰოლო სასმელების საამქრო
•ინდ. მეწარმემ აღნიშნული მიწოდება არ დაბეგრა დღგ-ით
შეფასება
•სსკ-ის 168-ე მუხლის (ძვ. 226-ე მუხლის) მე-4 ნაწილის თანახმად, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია დღგ-ის გადამხდელი პირის მიერ საწარმოს ყველა აქტივის ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის, მიუხედავად მესაკუთრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. სსკ-ის 73-ე მუხლის (ძვ. 104-ე მუხლის) გათვალისწინებით აღნიშნული მიდგომა ვრცელდება ინდივიდუალურ საწარმოზეც
ღონისძიებები
•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით