ჯარიმა ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე N 1729
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ჯარიმა ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე N 1729
ფაქტობრივი გარემოებები
· პირს სააღრიცხვო (ბუღალტრული) მონაცემებით ერიცხება 2 სახეობის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი: შაქარი - 10 000 კგ-ის და ფქვილი - 20 000 კგ-ის ოდენობით
· საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, შაქრის ნაშთზე დადგინდა დანაკლისი 500 კგ-ის ოდენობით, ხოლო ფქვილის ნაშთზე დანაკლისი არ დადგინდა
· პირს დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყებამდე არ მიუწოდებია საგადასახადო ორგანოსათვის
შეფასება
· სსკ-ის 286 მუხლის: - მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სმფ-ების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სმფ-ების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. ამავე მუხლის - მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ გამოიყენება, თუ სმფ-ების დანაკლისის ოდენობა ამავე სახის აღრიცხული სმფების 2 პროცენტს არ აღემატება
· ის ფაქტი, რომ დანაკლისი არ აღემატება ორივე სახეობის სმფ-ის ჯამური ოდენობის 2%-ს - 600კგ-ს (30000*2%), მხედველობაში არ მიიღება. პირს ჯარიმა დაეკისრება შაქრის დანაკლისის მთლიან ოდენობაზე
ღონისძიებები
· პირს დაეკისრება სსკის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა - 500 კგ შაქრის საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2019 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით;
სიტუაციური სახელმძღვანელო არეგულირებს მხოლოდ გამოვლენილი დანაკლისის გამო ჯარიმის დაკისრების საკითხს და არ არეგულირებს სმფ-ის დანაკლისის მიწოდებად განხილვის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხს.