დაკისრებული პირგასამტეხლოს/სანქციების გამოქვითვის შეზღუდვა (ადმინისტრაციული, სახელშეკრულებო და სხვა) N 0228

0228 დაკისრებული პირგასამტეხლოს/სანქციების გამოქვითვის შეზღუდვა (ადმინისტრაციული, სახელშეკრულებო და სხვა) 31.08.2011
№ დოკუმენტი 0228
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დაკისრებული პირგასამტეხლოს/სანქციების გამოქვითვის შეზღუდვა N 0228

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა მასზე დაკისრებული პირგასამტეხლოს სანქციის თანხები

•I ვარიანტი სანქცია დაკავშირებული იყო საგადასახადო სამართალდარღვევასთან

•II ვარიანტი სანქცია დაკავშირებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან

•III ვარიანტი სანქცია დაკავშირებული იყო რესტრუქტურიზაციის ან საგადასახადო შეთანხმების პირობების შეუსრულებლობასთან

•IV ვარიანტი გადამხდელს დაეკისრა პირგასამტეხლო მომწოდებელთან სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევასთან დაკავშირებით

•V ვარიანტი პირგასამტეხლო დაკისრებულია სახელმწიფოსთან სახელშეკრულებო ურთიერთობების დარღვევისათვის

შეფასება

•I,II, III ვარიანტში დაკისრებული ფინანსური სანქციები გამოქვითვას არ ექვემდებარება სსკ-ის 120-ე (ძვ. 178-ე) მუხლის თანახმად

•IV და V ვარიანტში დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გამოქვითვა მართლზომიერია

ღონისძიებები

•I,II, III ვარიანტში დაზუსტდება (შემცირდება) პირის გამოსაქვითი ხარჯები და დაერიცხება კუთვნილი გადასახადი

•I,II და III ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში იგი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ 132-ე) მუხლის შესაბამისად

•IV და V ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

აღნიშნული სახელმძღვანელო გამოიყენება როგორც საწარმოს, ისე მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით