გადაწყვეტილება №18810/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.03.2023
№ დოკუმენტი 18810/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18810/2/2023

23.03.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: "-------" (პ/ნ "-------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------" -ის 8.02.2023 და 9.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №18810/2/2023; №18811/2/2023; №18812/2/2023; №18813/2/2023; №18814/2/2023; №18815/2/2023; №18816/2/2023; №18817/2/2023; №18818/2/2023; №18819/2/2023; №18820/2/2023; №18821/2/2023; №18822/2/2023; №18823/2/2023; №18824/2/2023; №18825/2/2023; №18826/2/2023; №18827/2/2023; №18828/2/2023; №18829/2/2023; №18830/2/2023; №18831/2/2023; №18832/2/2023; №18833/2/2023; №18834/2/2023; №18838/2/2023).

დავის საგანი:

საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21608 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 2. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21609 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 3. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21610 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 4. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21611 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 5. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21612 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 6. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21613 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 7. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21614 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 8. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21615 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 9. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 10.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21617 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 11.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21618 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 12.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21619 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 13.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21620 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 14.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21621 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 15.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21622 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 16.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21623 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 17.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21624 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;18.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21625 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 19.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21626 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 20.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21627 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 21.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21628 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 22.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21629 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 23.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21630 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 24.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21631 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 25.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21632 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 26.საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC21633 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 27.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №411 ბრძანება; 28.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №412 ბრძანება; 29.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №413 ბრძანება; 30.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №418 ბრძანება; 31.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №421 ბრძანება; 32.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №420 ბრძანება; 33.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №427 ბრძანება; 34.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №416 ბრძანება; 35.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №417 ბრძანება; 36.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №425 ბრძანება; 37.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №431 ბრძანება; 38.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №432 ბრძანება; 39.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №442 ბრძანება; 40.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №441 ბრძანება; 41.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №426 ბრძანება; 42.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №437 ბრძანება; 43.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №422 ბრძანება; 44.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №428 ბრძანება; 45.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №430 ბრძანება; 46.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №423 ბრძანება; 47.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №424 ბრძანება; 48.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №434 ბრძანება; 49.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №419 ბრძანება; 50.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №439 ბრძანება; 51.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №444 ბრძანება; 52.შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №415 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 26 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე "------- -ის " (პ/ნ "-------" ) (რომელიც წარმოადგენდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ( "-------", პასპორტის № "-------"; "-------", პასპორტის № "-------"; NIKOLOZ

"-------", პასპორტის № "-------"; "-------", პასპორტის № "-------"; "-------", პასპორტის № "-------") წარმომადგენელს) მიერ შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დარღვეული იყო გამოცხადების/დეკლარირების ვადები, კერძოდ:

სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2019 წლის სხვადასხვა პერიოდში და დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 2019-2020 წლების სხვადასხვა პერიოდი.

ვინაიდან, მომჩივნის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანა ან/და საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, მომჩივნის მიმართ 29.11.2022 წელს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივანი არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების წარმომადგენელი და მის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება. დადგენილია ასევე, რომ სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების/დეკლარირების ვადა განისაზღვრა კანონმდებლობით გათვალისწინებული 60 კალენდარული დღით, თუმცა მომჩივნის მიერ არ განხორციელებულა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანა ან/და საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევას, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტებით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ავტომანქანა საბაჟო პროცედურების დაცვით საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილია არა მომჩივნის არამედ სხვა პირის მიერ (შემოსვლების სამსახურის შეტყობინება), უფრო მეტიც შეტყობინების გაფორმებისას უკვე ნათელი იყო, რომ აღნიშნული ავტომანქანას უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, რადგან მომსახურების საფასურთან ერთად გადახდილი ქონდა გარე ტრანზიტის მომსახურების საფასური.

მოცემულ შემთხვევაში არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ ავტომანქანასთან როგორც მესაკუთრეს, ერთადერთი მოქმედება, რაც განახორციელა გახლავთ მანქანის გამოყვანა ტერმინალიდან და საბაჟო პროცედურების განხორციელება. აღნიშნულ მოქმედებას ახორციელებდა შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, რაც ნებადართულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელით და ხარჯზე. იმავე კოდექსის 713-ე მუხლის შესაბამისად ეკისრებოდა ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რასაც ახორციელებდა კიდეც. ასევე აწვდიდა ცნობებს დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

ოქმები შედგენილია მომჩივნის თანდასწრების გარეშე ანუ ელექტრონულად შესაბამისად არ ჰქონდა საშუალება მიეცა ახსნა-განმარტებები, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი ითხოვს საჩივრების განხილვაში მონაწილეობის მიღებას, რათა სრულყოფილად შეძლოს უფლებების დაცვა. მოცემულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არა უშუალოდ დამრღვევის არამედ, მესამე პირის მიმართ, რაც ეწინააღმდეგება როგორც საბაჟო კოდექსის, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ №254 ინსტრუქციას.

მოცემულ საქმესთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 2021 წლის თებერვლის თვიდან შემოსავლების სამსახურმა განახორციელა ცვლილებები ავტომანქანების საბაჟო ტერმინალიდან გაყვანის პროცედურაში. კერძოდ, კი შემოსავლების სამსახურის შეტყობინებას დაემატა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების) საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან და საქონლის მფლობელს. იქვე მითითებულია, რომ ამ ვადაში ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევა გამოიწვევს შესაბამის სანქციებს. მოცემულ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ შეტყობინება დასტურდება დეკლარანტის ხელმოწერით. როგორც ვხედავთ საუბარია პროცედურულ ცვლილებებზე და დეკლარანტის გაფრთხილებაზე იმის თაობაზე, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას ტვირთის მფლობელებთან ერთად შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე, რაც დასტურდება ხელმოწერით. ანუ პრაქტიკულად ეს გახლავთ ირიბი აღიარება იმისა, რომ ცვლილებებამდე დეკლარანტი, ანუ მინდობილ პირს არ ეკისრება ვალდებულება, ტვირთის მფლობელის მხრიდან შესაბამისი საბაჟო პროცედურების განუხორციელებლობაზე

ითხოვს გაუქმდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და შემოსავლების სამსახურის ბრძანებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

ამგვარად, ვინაიდან მომჩივანი, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.