N 838-IIმს-XIმპ - 26/06/2025 - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 26.06.2025
№ დოკუმენტი 838-IIმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 147-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ქონის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით მას არ შეუძლია გამოცხადდეს სასამართლოში;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,26 ივნისი 2025 წ.

N838-IIმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე