დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დრო N 1103
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დრო N 1103
ფაქტობრივი გარემოებები
•პირმა 2008 წლის დეკემბერში გაწეულ მომსახურებაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მყიდველს გამოუწერა მომდევნო საანგარიშო წლის იანვარში
•პირმა დასაბეგრი ოპერაცია დღგ-ის დეკლარაციაში ასახა 2009 წლის იანვარში -ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის პერიოდის მიხედვით და მოგების გადასახადის მიზნებისთვის 2009 წლის ერთობლივ შემოსავალში
•საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შევსებული იქნა დადგენილი წესის მიხედვით
შეფასება
•პირს დასაბეგრი ოპერაცია დღგ-ის დეკლარაციაში უნდა აესახა 2008 წლის დეკემბერში და ასევე 2008 წლის ერთობლივ შემოსავალში
ღონისძიებები
•საანგარიშო პერიოდების მიხედვით კორექტირდება 2008 წლის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ის 2008 წლის დეკემბრის დასაბეგრი ბურნვა
•პირი დაჯარიმდება დეკლარაციებში დღგ-ის და მოგების გადასახადების შემცირების შემთხვევაში (სსკ 132-ე მუხლი)
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით