შავ სიაში აღრიცხული პირის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენება N 0243

0243 შავ სიაში აღრიცხული პირის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენება - (ძალადაკარგული) 20.07.2012
№ დოკუმენტი 0243
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

შავ სიაში აღრიცხული პირის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენება N 0243

ფაქტობრივი გარემოებები

· პირმა ხარჯების დასადასტურებლად და ჩათვლების მისაღებად წარმოადგინა იმ პირის სახელით გაცემული ანგარიშ-ფაქტურები ან/და ზედნადებები, რომელიც ე.წ "შავ სიაშია" და გამოქვეყნებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge).

·პირმა განახორციელა ხარჯების გამოქვითვა და დღგ-ის ჩათვლა, ხოლო ამ ოპერაციისთვის გაცემული საქვეანგარიშო თანხები მოთხოვნებიდან ჩამოაწერა ანგარიშვალდებულ პირს

შეფასება

პირს აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით ხარჯის აღიარების უფლება არ აქვს. ასევე სსკ-ის 174-ე (3) "ვ" (ძვ. 251-ე (3)) მუხლის თანახმად საფ-ში დაფიქსირებული დღგ ჩათვლას არ ექვემდებარება

ღონისძიებები

· პირს გაუუქმდება დღგ-ის ჩათვლა და დაჯარიმდება სსკ-ის 280-ე მუხლის შესაბამისად ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 %-ის ოდენობით. ასევე დაკორექტირდება გამოქვითვები და შესაბამის დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლით

· ფაქტობრივი გარემოების ამსახველი დოკუმენტაცია ეგზავნება საგამოძიებო სამსახურს

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით